მსოფლიო ვიდეო, რომელიც რუსეთის მთავრობას არ სურს, რომ ნახოთ 2013, 20 ნოემბერი, 13:46 Youtube-ზე არსებულმა არხმა AllOutorg-მა რამდენიმე დღის წინ ვიდეო გამოაქვეყნა, რომელსაც ჰქვია ”ვიდეო, რომელიც რუსეთის მთავრობას არ სურს, რომ ნახოთ” და რომელსაც შემდეგი ტექსტი ახლავს: "რუსეთი აგრესიულ ზომებს იღებს ლესბოსელების, გეების, ბისექსუალების და ტრანსგენდერების წინააღმდეგ, რასაც კანონიც ახალისებს, რომელიც კრიმინალად მიიჩნევს ყველა იმ ადამიანს, ვინც ღიად აცხადებს, ვინ უყვარს. სულ ცოტა დრო რჩება რუსეთში ოლიმპიადის დაწყებამდე და მალე ყველას ყურადღება ამ ღონისძიებისადმი იქნება მიპყრობილი. ოლიმპიური თამაშები საუკეთესო შანსია ჩვენთვის, რომ დამთავრდეს რუსეთში არსებული საშინელი ანტი-გეი კანონები, მაგრამ ამას რომ მივაღწიოთ, საჭიროა, უფრო მეტმა ხალხმა გაიგოს, თუ რა ხდება რუსეთში. წარმოგიდგენთ 2-წუთიან ლამაზ ვიდეოს სახელწოდებით "სიყვარული ყოველთვის იმარჯვებს". 553 2-ს მოსწონს
|