x
image
ნიკა კირკიტაძე
„კარგი რა თინიკო, რატომ აწვალებ ამ ბიჭს და საგარეჯოს მოსახლეობას?“
imageუმრავლესობის წევრს თინა ხიდაშელს „ფეისბუქის“ გვერდზე დაუდეს ვიდეო, სადაც დეპუტატს ორმაგი სტანდარტების გამოყენებაში ადანაშაულებენ. ვიდეოში საგარეჯოს გამგებელს გიორგი ლოლაძესაც აკრიტიკებენ და მას „თინას მიერ დანიშნულ „იდეალურ“ სახელმწიფო მოხელეს“ უწოდებენ.


როგორც ვიდეოს ავტორი აცხადებს, 2012 წლის 19 დეკემბერს შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებები „პალაცო“, „არსაკიძე“ და „მშენებელი 2013“ დაფუძნდა.


„საგარეჯოს მუნიციპალიტეტის გამგებელმა გიორგი ლოლაძემ, მიუხედავად იმისა, რომ მისთვის ცნობილი იყო, ზემოაღნიშნულ საწარმოებს არ ჰქონდათ არანაირი სამუშაო გამოცდილება, მათ მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია არ შეუმოწმებია და შესყიდვების განყოფილების უფროსს ხსენებულ ფირმებთან გამარტივებული წესით გასაფორმებელი ხელშეკრულების პროექტების მომზადება დაავალა.


2012 წლის 26 დეკემბერს შპს „არსაკიძესთან“ და შპს „მშნებელ 2013-თან“ ხელშეკრულებები გაფორმდა, ასევე 2012 წლის 28 დეკემბერს შპს „პალაცოსთან“, - აღნიშნულია ვიდეოში.



ამ განცხადებას თან ერთვის თინა ხიდაშელის კომენტარი, რომელიც ვიდეოს ავტორის ინფორმაციით, აღნიშნული შპს-ების შექმნამდე 2 წლით ადრეა გაკეთებული, ანუ 2010 წლით თარიღდება.



„იმისთვის, რომ სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფული მიითვისონ, სხვა გზა იპოვეს და ეს სხვა გზა არის ის, რომ, ძირითადად, ოპერირებენ სწორედ ასეთი შპს-ებისა და მუნიციპალური საწარმოების საშუალებით, რომელიც კონტროლს არ ექვემდებარება და სადაც, რა თანხებსაც უნდათ, იმ თანხებს ისე განკარგავენ, როგორც ამას დირექტორები წყვეტენ“, -აცხადებს ხიდაშელი.



ვიდეოში ასევე ნაჩვენებია, როგორ აპროტესტებს ხიდაშელი თბილისის მოსახლეობისთვის წყლის გრაფიკით მიწოდებას.


„2012 წლიდან ხიდაშელი საგარეჯოს მაჟორიტარია. საგარეჯოს მოსახლეობის დიდ ნაწილს წყალი არ მიეწოდება და ვისაც მიეწოდება, მიეწოდება გრაფიკით 2 დღეში ერთხელ 4 საათის განმავლობაში. სად ბრძანდებით თინა? საგარეჯოელებს 2 დღეში ერთხელ გვწყურდება მხოლოდ?“, - აღნიშნულია ვიდეოში.


„კარგი რა თინიკო, რატომ აწვალებ ამ ბიჭს და საგარეჯოს მოსახლეობას? ნაცები და ნაცმაცუნები ნუ ჩაერევით, შინაური "რაზბორკა" გვაქვს, ოჯახში“, - ასეთი კომენტარითაა აღნიშნული ვიდეო გაზიარებული დეპუტატის „ფეისბუქის“ გვერდზე.


ამასთან დაკავშირებით თინა ხიდაშელს კომენტარი არ გაუკეთებია.







0
66
შეფასება არ არის
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
66
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0