x
image
ნიკა კირკიტაძე
10 ათასობით ახალგამოჩეკილი ზღვის კუ მექსიკის სანაპიროზე

image10 ათასობით ახალგამოჩეკილმა ზღვის კუმ მექსიკის პროვინცია ოასაკაში მდებარე დე მაროს სანაპიროზე ოკეანეს მიაშურა, როგორც ეს ყოველწლიურად ხდება. მექსიკაში 120-მდე ასეთი სანაპირო არსებობს, რომელზეც ზრდასრული კუები დებენ თავიანთ კვერცხებს და 45 დღის შემდეგ იჩეკებიან პატარა კუები. ნოემბერსა და დეკემბერში ოკეანეს მილიონამდე კუ პირველად მიაშურებს. 20 წლის წინ ამ ჯიშის კუების გადაშენებისგან დასაცავად მექსიკის მთავრობამ გეგმა შეიმუშავა, რომელიც მათი გავრცელების ტერიტორიის კონსერვაციას ახდენს და ადგილობრივებს კუების საკვებად გამოყენებას უკრძალავს.



0
53
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
53
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0