კერძები ხორცისაგან ღორის ხორცის რულეტი–კვერცხით 2013, 19 ნოემბერი, 16:31
ინგრედიენტები:
უძვლო დარბილებული ღორის ხორცი.
მოხარშული კვერცხი.
ნიორი, მარილი, შავი წიწაკა, მდოგვი, ლიმონი და თაფლი. მომზადება: ხორცი გავსუფთაოდ ყოველგვარი მყესებისაგან და დამცავი კანისგან. ასე გამოიყურება უკვე გასუფთავებული ჩვენი ნახევარფაბრიკატი.(2) ორივე მხრიდან მჭრელი დანით ჩავჭრათ ხორცი ისე რომ საბოლოოდ გაიშალოს სიგანეზე, რომ კარგად გადავახვიოთ(3). რამდენიმე კბილი ნიორი დავჭრათ ძალიან წვრილად, ავურიოთ მარილი და წიწაკა და მიღებულ ნაზავში გავსვაროთ ჩვენი ხორცის ნაჭერი.განსაკუთრებით მეტი ნაზავი გავუკეთოთ ხორცს ზემოდან(4). მარილითა და სანელებლებით შემზადებული ხორცი დავდოთ ჭურჭელზე.დავაფაროთ საკვები პროდუქტებისთვის გათვალისწინებული პოლიეთილენის პარკი და შევდგათ მაცივარში დაახლოებით 2 საათი(5).მოვხარშოთ საჭირო რაოდენობის კვერცხი(ეს დამოკიდებულია იმაზე რა მასის ხორცისგან ვამზადებთ, ამიტომ რაოდენობას არ ვუთითებ)გავაციოთ და გავასუფთაოდ კვერცხები ნაჭუჭებისგან(6). მოხარშულ კვერცხს დავაწყობთ გაშლილი სახით გამზადებულ ხორცის ნაჭერზე შუა ადგილას, მთელ სიგრძეზე.გადავახვევთ და შევკრავთ ხის ჩხირებით ან ძაფით ლამაზად(7).შემდეგ გავასუფთაოდ ხორცის ზედაპირი ნიორის ნამცეცებისგან.გავჭრათ ლიმონი და მთელ ზედაპირზე დავაწუროთ მისი წვენი.წავუსვათ მდოგვი და თაფლი (ეს განსაკუთრებულ პიკანტურ გემოს ანიჭებს ხორცს)(8). მიღებული ხორცის ხვეულა გავახვიოთ ფოლგაში და შევდგათ 220 გრადუს ტემპერატურაზე ღუმელში 1, 5საათის განმავლობაში.მზადყოფნამდე ნახევარი საათით ადრე გავხსნათ ფოლგა, რომ ზემოდან კარგად დაიბრაწოს. გამზადებულ ფარშირებულ ხორცს გავაცივებთ, დავჭრით როგორც რულეტს-ლამაზად, გავაფორმებთ თეფშზე და ისე მივიტანთ სუფრასთან. ძალიან ორიგინალურია და ამავდროულად გემრიელიც. გააკეთეთ და მიირთვით გემრიელად. 123 5-ს მოსწონს
|