მოვლენები უცნაური და ორიგინალური 3D მაისურები (+ ბევრი ფოტო) 2013, 18 ნოემბერი, 21:52 მაისურები გადასატანი სურათებით- ბოლო წლების პოპულარული ტენდენციაა მოდის სამყაროში, მაგალითია კარგი დიზაინისა ამ სფეროში, სადაც ძალზე ძნელია ვინმე რამით გააოცო. მხატვარ-ილუსტრატორ ვინსენტ ჰაის ეს შესანიშნავად გამოუვიდა. მან შექმნა მაისურები ცხოველების საოცრად რეალისტური გამოსახულებებით. მაისურების სერიას ეწოდა «Big face» და მას უშვებს ამერიკული კომპანია "The Mountain". ცხოველების ფოტო-რეალისტური სახეები ისე კარგად და ბუნებრივად ეხამება მაისურების ფერსა და ფაქტურას, რომ გვეჩვენება სადაცაა დაიყმუვლებს, დაიღრიალებს, დაიკნავლებს ან უბრალოდ თვალს ჩაგვიკრავს. ცხოველების და ეკოლოგიის პრობლემების პატივისცემის ნიშნად მწარმოებელი კომპანია გამოიყენებს მხოლოდ ბუნებრივ საღებავებსა და ქსოვილებს. გთავაზობთ რამოდენიმე მაისურის ფოტოს. იმედია კარგად იხალისებთ! 252 9-ს მოსწონს |
:D:D