x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
კულუარული პოლიტიკა და 560 მილიონი სასწორზე

ქართული სასამართლო სისტემა ყოველთვის იყო/არის დავის და განსჯის საგანი. წლების განმავლობაში ვერაფრით ვერ მოხერხდა ამ სისტემის სრული რეფორმაცია და ჩვენდა სამწუხაროდ, ყოველთვის
იყო ინსტუმენტი ძალაუფლების და კონკრეტული ინტერესთა ჯგუფების ხელში. დღესაც არსებობს საქმეები, რომლებიც, სულ მცირე, ბევრ კითხვას ბადებენ საზოგადოებაში.

ერთ-ერთი ასეთი შავი ლაქა საქართველოს მართლმსაჯულებაში გახლდათ პატარკაციშვილების ოჯახის და ჯოზეფ ქეის დავა, ბადრი პატარკაციშვილის ქონების განკარგვასთან დაკავშირებით. ქეიმ
ქართული სასამართლოსგან პრაქტიკულად მთელი ამ უზარმაზარი ქონების განკარგვის უფლება მიიღი. ეს ქეისი ალბათ ვერც მოხვდებოდა საზოგადოების ყურადღების ცენტრში, რომ არა უამრავი კითხვა, რომელზეც პასუხი დღემდე გაუცემელია.


ჯოზეფ, ქეი, როგორც პიროვნება და როგორც მოვლენა, ქართულ სინამდვილეში ერთობ უცნაური და საიდუმლოებით მოცული გახლდათ. ბ. პატარკაციშვილის საეჭვო ვითარებაში გარდაცვალების შემდეგ, 2008 წელს, გამოჩნდა ადამიანი, რომელის არსებობის შესახებ მანამდე ცოტამთუ იცოდა. ჯოზეფ ქეი პრეტენზიას აცხადებდა ბიზნესმენის მთელ ქონებაზე, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ. მაშინ, როდესაც ქართულ სასამართლოში მემკვიდრეობისთვის დავის ყველა პროცესი ქეის სასარგებლოდ მთავრდებობდა, იგი პარალელურად უაპელაციოდ აგებდა უკლებლივ ყველა პროცესს დასავლეთში.

ბადრი, პატარკაცისშვილის გარდაცვალების შემდგომ, ჯოზეფ ქეის ადვოკატის, ემანუელ ზელცერის კომპიუტერში აღმოჩენილ იქნა პატარკაციშვილის ანდერძის რამდენიმე ვერსია, რომელთა სიყალბე დადასტურებულია დამოუკიდებელი ექსპერტის, პოლ სანდერსენის მიერ. ამ პროცესების პარალელურად, საეჭვოდ ემთხვევა ჯოზეფ ქეისა და საქართველოს მაშინდელი მთავრობის (2003-20012) ინტერესები,
რის შედეგადაც ტელეკომპანია“ იმედი“ და სხვა აქტივები აღმოჩნდა თაღლითების ხელში!


მოკლედ რომ ვთქვათ, სასამართლო პროცესი „ჯ. ქეი” „პატარკაციშვილების ოჯახი“ საქართველოში ძალიან კარგად
ახსოვთ და ის უსამართლობათა მთელი სერია, რომელმაც პრაქტიკულად, მემკვიდრეობის გარეშე დატოვა ბ. პატარკაციშვილის
კანონიერი მემკვიდრეები. თუმცა, ქართულ თანამდეროვე ტერმინს თუ გამოვიყენებთ, არც ისე არ „ბნელოდა“ როგორც ეს ჯ.ქეის და მაშინდელ საქართველოს მთავრობას ეგონა. მაშინ, როდესაც პრაქტიკულად გადაიწურა იმედი ქართული სასამართლოს მიერ კანონიერი და სამართლიანი სარჩელის გამოტანისა, პატარკაციშვილების ოჯახმა მიმართა დასავლურ არბიტრაჟს და სარჩელი შეიტანა საქართველოს სახელმწიფოს წინააღმდეგ, იმ უსამართლობისა და შეურაცხყოფისთვის, რაც მთავრობამ და ჯოზეფ ქეიმ მიაყენეს ოჯახს. მეორე მხრივ ჯ.ქეი და მაშინდელი ხელისუფლება საკუთარი პოზიციის მართებულობაზე და სამართლიანობაზე დებდნენ თავს.


დავის საგანი ოჯახსა და სახელმწიფოს შორის გახლდათ პატარკაციშვილების ქონების ქართული აქტივები, რომლის საბაზრო ღირებულება მთლიანობაში 400 მილიონ დოლარს აღწევდა. თუ არ ჩავთვლით რუსთავის მეტალურგიულ ქარხანას (დამატებით 160-180 მლნ დოლარი), რომლის მესაკუთრეობის საკითხი ჯერ-ჯერობით კვლავ ღიად რჩება და მიმდინარეობს დავა სასამართლოში). ამ ვითარებაში, მაშინდელმა ხელისუფლებამ მიიღო გადაწყვეტილება მორიგებაზე წასულიყო პატარკაციშვილების ოჯახთან. მორიგების პირობით ოჯახს უნდა დაბრუნებოდა ყველა ის ქართული აქტივი, რომელიც ოჯახის აზრით, უსამართლოდ იქნა ჩამორთმეული, მათ შორის რუსთავის ფოლადი, რომელზეც პრეტენზიასაც დღეს ჯოზეფ ქეი აცხადებს. ოჯახმა, დიდი ალბათობით სიტუაციის გამწვავების თავიდან ასაცილებლად, მიიღო გარიგების პირობები. თუმცა რამდენიმე თვის წინ, როგორც უკვე აღინიშნა, ჯოზეფ ქეიმ აღადგინა დავა რუსთავის მეტალურგიულ ქარანასთან დაკავშირებით, მიმართა სასამართლოს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, საქართველოში 2 ინსტანციის სასამართლო მოიგო. თუმცა დარჩენილია უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც ან ძალაში დატოვებს წინა ორი ინსტანციის გადაწყვეტილებას ან გამოიტანს განაჩენს ოჯახის სასარგებლოდ.

სწორედ აქ ხდება ყველაზე მნიშვნელოვანი. მაშინ როდესაც ჯ.ქეი რამდენიმე წლიანი გაუჩინარების შემდეგ კკვლავ ჩნდება ქართულ რეალობაში და კვლავინდებურად აცხადებს პრეტენზიას პატარკაციშვილების ქონებაზე, კონკრეტულად კი რუსთავის ფოლადზე, იქმნება საფრთხე რომ განახლდება პარიზის არბიტრაჟი, რომელმაც შეიძლება საქართველოს სახელმწიფოს დააკისროს 560 მილიონის გადახდა პატარკაციშვილების ოჯახის სასარგებლოდ. თუ ჯოზეფ ქეი მოახერხებს და ქართული სასამართლო სისტემის აბსოლუტური არაადეკვატურობის ფონზე მოიგებს საქმეს ოჯახის წინააღმდეგ, ავტომატურად განახლდება პროცესი პარიზის არბიტრაჟში და სავარუდოდ საქართველოს სახელმწიფოს 560 მილიონი ლარის გადახდა დაეკისრება.

ამ დროს ისმის ლოგიკური კითხვა, ნუთუ ჩვენს ქვეყანაში ისევ ბნელა? მარტივად რომ გავზომოთ საილუსტრაციოდ, 560 მილიონის ტვირთი, რომელიც ჩვენი ჯიბეებიდან უნდა გადაიხადოს სახელმწიფომ უდრის: თითოეული ქართველის ჯიბიდან გადახდილ 140 დოლარს, თითოეული ოჯახიდან 430 დოლარს, ათასობით ჩვენი თანამემამულის სოციალურ დახმარებას, ასობით ინფრასტრუქტურულ პროექტს, ათიათასობით პოტენციურ სამუშაო ადგილს, შელახულ საინვესტიციო იმიჯს და ეს ყველაფერი რისთვის? ჰკითხეთ თქვენს შვილებს სურთ მათ ჯოზეფ ქეის და გარკვეული ინტერესთა ჯგუფების გასამდიდრებლად ამხელა მსხვერპლის გაღება?


0
545
შეფასება არ არის
ავტორი:გიორგი ცხელიშვილი
გიორგი ცხელიშვილი
545
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0