საქართველო ჩვენ აღარასდროს მივმართავთ ომს და იარაღს - გიორგი მარგველაშვილი 2013, 18 ნოემბერი, 10:50 პოსტსაბჭოთა ეპოქა დამთავრდა და ევროპული ტიპის სახელმწიფოს მშენებლობა დაიწყო, - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა სასტუმრო "შერატონში" მიმდინარე საზეიმო მიღებაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
როგორც ახალმა პრეზიდენტმა აღნიშნა, ქვეყანაში ბევრი რამ შეიცვალა და რაც მთავარია ახალმა ხელისუფლებამ შეძლო რეალურად დემოკრატიული და რეალურად მომუშავე დემოკრატია ჩამოეყალიბებინა, რასაც კონსოლიდირებული დემოკრატია ჰქვია. საქართველოში არასდროს აღარ დაბრუნდება ძალადობა, - განაცხადა პრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა. მისივე თქმით, არაფრის ძალით აღარ მიმართავენ იმას, რასაც ჰქვია ომი და იარაღი. ამასთან, პრეზიდენტმა მარგველაშვილმა ქვეყნის წინაშე არსებულ ძირითად გამოწვევებზე გაამახვილა ყურადღება და აღნიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლება რაციონალურად, მეთოდურად ალაგებს ურთიერთობებს მსოფლიოს იმ ქვეყნებთან, რომლებთანაც საქართველოს სტრატეგიული თანამშრომლობა აკავშირებს. გიორგი მარგველაშვილმა ბიძინა ივანიშვილს საგანგებო მადლობა კიდევ ერთხელ გადაუხადა. 29 1-ს მოსწონს
|