x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134626
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508796
არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოში არ ცხოვრობს მხოლოდ ,,ნაცი'' და ,,ქოცი'' !

სისულელა იმაზე კამათი და ერთმანეთის განაწყნება, რომ ინაუგურაცია ცუდი ან კარგი იყო, რომ ხალხის წინაშე აჯობებდა ამ პოლიტ. სპექტაკლის ჩატარება, რომ ირაკლი ალასანიას მეუღლემ ფეხსაცმელი უცნაურად გაიწმინდა ან კახი კალაძე ყველაზე გემოვნებიანია მთელ მთავრობაში, მაშინ, როცა საქართველო ოკუპირებულია, მაშინ როცა საქართველოში შიმშლით იხოცებიან ადამიანები, მაშინ, როცა სახელმწიფოს არ აქვს საშუალება იზრუნოს თავის მოქალაქეებზე და იზრუნოს ემიგრანტების დაბრუნებაზე, მაშინ როცა ვებღაუჭებით ევროპულ ბაზარს და ამ დროს ვერ ვქმნით იქ გასაყიდ პროდუქტს, მაშინ, როცა მოსახლეობას ვპირდებით, რომ სამინისტროები იზრუნებენ მონოპილიის წინააღმდეგ მაგრამ ვიღაც არ გვაძლევს ამის უფლებას, მაშინ როცა სტალინის ძეგლების იმედად ვრჩებით და ტურისტულ ატრაქციათ მივიჩნევთ მის მომრავლებას, მაშინ როცა ანტისემიტიზმს ვერ მალავს ზოგიერთი თანამდებობის პირი, მაშინ როცა მეგობარ ქვეყანას მეგობრობას ვუდღეგრძელებთ და პრობლემის დროს მის საწინააღმდეგო გადაწყვეტილებებს ვიღებთ, მაშინ, როცა 1 წლის მანძილზე, მხოლოდ 1 ლენტი გაიჭრა და 1 ინვესტიცია ვნახეთ ქვეყანაში, მაშინ, როცა შშმ (შეზღუდული შესაძლებლობის მქონე) ბავშვებისათვის სახელმწიფოს არ გააჩნია დახმარების საშუალება ან სურვილი, მაშინ, როცა ჯარისკაცები საკვებით იწამლებიან და ეს კარგად დავიწყებული ძველი გვეგონა, მაშინ როცა რეკრუტები ტოვებენ სამხედრო-სასწავლო ბაზებს “დედოვშინას'' გამო, მაშინ, imageროცა ადამიანები კარგავენ სამსახურებს ნეპოტიზმითა და პოლიტიკური ნიშნით, მაშინ, როცა ციხეებში გვიაქტიურდება ე.წ. “ტყავი'' და “ობშიაკის'' ამკრეფი საზოგადოება, მაშინ, როცა ნარკომანია პრობლემაა რომელიც ყოველდღიურად ფეხს იკიდებს ქვეყანაში და სახელმწიფო არაფერს არ აკეთებს პრევენციისათვის, ელემენტარულად ანტინარკომანული პოლიტიკა არ არის შემუშავებული, მაშინ, როცა სკოლის მოსწავლეებიც კი ურეცეპტოდ 4-5 ლარად ახერხებენ ფსიქოტროპული ნივთიერებებით “კაიფს'', მაშინ, როცა თბილისელების უმრავლესობა უკიდურეს მდგომარეობაში და საკრებულოს თავმჯდომარე ჯეკ დანიელს და სხვა ძვირადღირებულ აკოჰოლურ სასმელებს მიირთმევს ბიუჯეტის ხარჯზე, მაშინ, როცა დედაქალაქის უამრავი მაცხოვრებელი შიმშილის პირასაა საკრებულოს ჩინოვნიკები რესტორანში აღნიშნავენ თბილისობას სახელმწიფო ბიუჯეტით, მაშინ, როცა პორტირებით ხდება სიურპრიზი პოლიტიკაში, მაშინ, როცა 300 მეტრით ოკუპაციის გამო სახელმწიფოს ომი თურმე არ უღირს და გაურკვეველია 500 მეტრზე უღირს თუ საერთოდ არა, მაშინ, როცა დვანელები და დიცელები უმიწოდ დარჩნენ და ზამთარს უფულოდ და გათბობის გარეშე ხვდებიან ამ დროს კი მათ სახელმწიფო გვერდით არ უდგას, მაშინ, როცა სახელმწიფო თავს იწონებს ე.წ. “საყოველთაო დაზღვევის'' პროგრამით და უამრავი ადამიანი კვდება რადგან სამინისტროში უაზრო დებულებები აქვთ, მაშინ როცა ილია ჭავჭავაძის ძეგლთან მისასვლელი გზა დანგრეულია და საქონელის ფეკალიებით არის სავსე და სხვა ქვეყნის შვილების ბიუსტებს სპეციალური საცხებით ვაპრიალებთ, მაშინ როცა ...
რამდენი გავაგრძელო?

ყველას ის ჯობია, რომ ჩვენ ჩვენი საქმე ვაკეთოთ, მოვეშვათ საზოგადოების გაიჯვნას ნაცებად და ქოცებად, სხვებიც არსებობენ არაპარტიული საზოგადოებაც გვყავს ერში... მე ჩემი მხრივ რაც შემიძლია გავაკეთებ, როგორც მესმის, როგორც ვიცი და აბა თქვენ იცით როგორ მოიქცევით - ჩემო ჯიგრიანო თანამემამულეებო.

3
182
5-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
182
  
2013, 20 ნოემბერი, 12:20
გაიხარეთ
2013, 18 ნოემბერი, 16:00
ეჰ :(
2013, 18 ნოემბერი, 13:08
გაიხარე, ბევრის სათქმელი თქვი. მართლა ყელში ამოვიდა ეს პოლიტიკური თამაშები და ყალბი შოუები, მხოლოდ იმისთვის რომ არის დადგმული, რეალური პრობლემები რომ მიიჩქმალოს...
0 1 3