x
მეტი
  • 05.05.2024
  • სტატია:134628
  • ვიდეო:351972
  • სურათი:508793
საქართველოს პრეზიდენტის ყოფილი ადგილსამყოფელი ხალხის საკუთრებაა.
არასამთავრობო ორგანიზაციის “ საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის'' თავმჯდომარე ირაკლი ღლონტი და უფლებადამცველთა გაერთიანების თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე ეხმაურებიან საქართველოს პრეზიდენტის რეზიდენციასთან დაკავშირებულ მოსაზრებებს.


ორივე ორგანიზაციის ხელმძღვანელი გამოდის ინიციატივით, რომ პრეზიდენტის რეზიდენცია გადაეცეს პრემიერ–მინისტრს და საქართველოს მთავრობას, ხოლო ინგოროყვას ქუჩაზე მდებარე შენობა-ნაგებობა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს.


“პრეზიდენტის რეზიდენცია აშენებულია და განკუთვნილია ქვეყნის პირველი პირისთვის. კონსტიტუციით ქვეყნის პირველი პირი უკვე პრემიერი ხდება. რაც შეეხება დღევანდელი მთავრობის კანცელარიის შენობას უპრიანი იქნება სწორედ ამ შენობამ შეიძინოს საუნივერსიტეტო მნიშვნელობა''.


ააიპ “საზოგადოებრივი ინიციატივების გაერთიანების ცენტრის'' ინიციატივით სოციალურ ქსელში მიმდინარეობს ე.წ. “ლაიქების'' მეშვეობით სახალხო აზრის დაფიქსირება, რომლის შედეგების შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ყველა საინფორმაციო საშუალებით და ეცნობება როგორც პრეზიდენტს, ასევე პრემიერ მინისტრს.



1 “ლაიქი''= 1 ხელმოწერას - ამ პრინციპით ხდება ადამიანების მიერთება ზემოაღნიშნულ იდეასთან, რომელიც შეგიძლიათ გაიზიაროთ და გაავრცელოთ.


https://www.facebook.com/pages/%E1%83%A1%E1%83%90%E1%83%96%E1%83%9D%E1%83%92%E1%83%90%E1%83%93%E1%83%9D%E1%83%94%E1%83%91%E1%83%A0%E1%83%98%E1%83%95%E1%83%98-%E1%83%98%E1%83%9C%E1%83%98%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%95%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%A2%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%96%E1%83%98%E1%83%93%E1%83%94%E1%83%9C%E1%83%AA%E1%83%98%E1%83%90-%E1%83%9E%E1%83%A0%E1%83%94%E1%83%9B%E1%83%98%E1%83%94%E1%83%A0%E1%83%A1/767558213258241image

0
61
1-ს მოსწონს
ავტორი:ირაკლი ღლონტი
ირაკლი ღლონტი
61
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0