თავის მოვლა რამდენიმე მარტივი წესი საიმისოდ, თუ როგორ უნდა გამოვიყურებოდეთ ლამაზად,მოდურად და თავდაჯერებულად 2012, 3 მაისი, 23:52
ცნობილი ფაქტია, ქალების უმრავლესობას როგორც წესი გამუდმაბით არ მოსწონს რაიმე საკუთარ გარეგნობაში, ამის გამოა რომ კლიენტურის სიმცირეს არ უჩივიან ნაირ-ნაირი ესთეტიკური ცენტრები თუ გამაჯანსაღებელი სპა-კომპლექსები. თუმცა ეს ყველაფერი მოგეხსენებათ ფინანსებთანაა დაკავშირებული და იმ შემთხვევაშიც კი თუ თქვენ ფინანსურად დამოუკიდებელი ქალბატონი ხართ, შესაძლოა მაინც ვერ მოგიტანოთ შვება და კმაყოფილება სხვადასხვა სახის პლასტიკურმა ჩარევებმა. და იცით რატომ? იმიტომ რომ მიზეზი გაცილებით უფრო ღრმაა და იქამდე პლასტიკური ქირურგი ვერ ჩააღწევს. თუკი ჩვენ ბოლომდე ნებაზე მივუშვებთ, საკუთარი გარეგნობის მიმართ უკმაყოფილების შეგრძნებას, იგი დიდ ხარბ ზვიგენს დაემსგავსება რომელიც ჩვენ გარეგნულ მახასიათებლებს საბოლოო ჯამში სულ გადაყლაპავს, გალამაზების მორიგი და მორიგი მცდელობების პერიოდში, საბოლოოდ კი საკუთარ არაბუნებრივ ფიზიონომიასთან შეხვედრა სარკეშიც აღარ მოგვინდება. ამიტომ, სანამ მორიგი ახალი კაბის საყიდლად ან ტუჩებში ბოტოქსის ინექციის შესაშხაპუნებლად გაქანდებოდეთ, აუცილებელია კარგად დაფიქრდეთ -ნამდვილად გინდათ კი თქვენ ყველაფერი ეს? გარეგნული მომხიბვლელობის უმთავრესი საიდუმლო, შინაგანი წონასწორობა და კმაყოფილებაა. აქედან გამომდინარე, იქნებ ჯერ საკუთარ თავთან თანხმობაში ცხოვრებაზე გვეზრუნა გოგოებო, თორემ დამიჯერეთ ის ნაირნაირი გამაჯანსაღებელი-სპა-ფიტნეს ცენტრები არასად გაიქცევა. რაღა თქმა უნდა ჯანსაღი ცხოვრების წესი მისასალმებელია, მაგრამ მთავარია დაფიქრდეთ მხოლოდ დაკლებული რამოდენიმე კილოგრამია ის რაც თქვენ ბედნიერებისთვის გჭირდებათ? იქნებ მიიღოთ თავი ისეთი როგორიც ხართ, მოუძებნოთ საკუთარ გარეგნობას შესაბამისი "შეფუთვა" ისე რომ არასოდეს შეადაროთ თავი სხვა, თქვენზე უფრო ლამაზი ფეხების, მკერდის ან უკანალის მქონე გოგოებს. დამიჯერეთ, ყველაზე ბედნიერი ადამიანები იმიტომ არიან ბედნიერები, რომ ისინი იცავენ ცხოვრებაში ერთ უმთავრეს პრინციპს-არასოდეს ადარებენ საკუთარ თავს სხვას! 594 1-ს მოსწონს
|