x
მეტი
  • 30.06.2024
  • სტატია:135693
  • ვიდეო:351962
  • სურათი:510071
ახალი სკანდალი ნანუკა ჟორჟოლიანის გარშემო

"ერის გამრყვნელი ნანუკა ჟორჟოლიანის შოუ", ასე უწოდეს სოციალურ ქსელში ჟურნალისტ ნანუკა ჟორჟოლიანის გადაცემას, რომელიც მან სპეკტაკლ "შემეხე"-ს განხილვას დაუთმო.image
"შემეხე" ქართულ-ბრიტანული ნამუშევარია და ის რუსთაველის თეატრის ექსპერიმენტულ სცენაზე 2012 წელს დაიდგა. მასში სამი ქართველი და სამი უცხოელი მსახიობი მონაწილეობს. პროექტი რუსთაველის და ლონდონის ნაციონალური თეატრების პარტნიორობის პროექტის ფარგლებში ბრიტანეთის საბჭოს ხელშეწყობით განხორციელდა, რომელის რეჟისორიც ალექსანდერ ზელდინია.
გააცემის წამყვანმა ჯერ სპეკტაკლის კადრები აჩვენა მაყურებელს და თხოვა ბავშვები ეკრანს მოარიდეთო, შემდეგ კი თემაზე სასაუბროდ სტუმრები: ზაალ ჩიქობავა და მსახიობები - ნანა ფაჩუაშვილი და ია სუხიტაშვილიც მოიწვია.
შეგახსენებთ, სპეკტაკლი პრემიერის შემდეგ მალევე გახდა საზოგადოების განჯის საგანი მასში არსებული ზედმეტად თამამი სცენების გამო, რისთვისაც საზოგადოების დიდი ნაწილის მხრიდან მკაცრი კრიტიკაც მოჰყვა. თუმცა გადაცემის წამყვანმა მაყუებელს მოუბოდიშა, რატომღაც გამომრჩა ეს ყველაფერი და არ შემეძლო როცა გავიგე, გადაცემა არ გამეკეთებინა ამაზეო.
გთავაზობთ კომენტარებს სოციალური ქსელებიდან, რომელიც "ნანუკა ჟორჟოლიანის შოუს" ამ ნაწილის განხილვას მოჰყვა:
"უნდა გამოვიდეს ხალხი და თავზე უნდა დააფშვნას ჯერ ის სცენა იმ მსახიობებს და მერე იმ რეჟისორს და მერე ნანუკას...ამათთვის გარყვნილება მაღალი ხელოვნებაა"....
"ნანუკა, განკითხვის დღის არ გეშინია?, ასეთი გადაცემა რომ მიგყავს, მებრალები როგორც ერთერთი ღვთის განდგომილი შვილი. ძალიან მიყვარდა ადრე შენი შოუს ყურება, ახლა კი მრცხვენია ქართველი რომ ხარ, ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოდან, იმათზე ხომ ზედმეტია საუბარი ვინც ის სოდომური სპექტაკლი დადგა და სატანა აზეიმა, უფალს ვთხოვ გონს მოგიყვანოთ და შეინანოთ ყოველი, რამეთუ ჭეშმარიტი სინანული გადაგვარჩენს უფლის რისხვას...ამდენ სისულელეებს რომ ეძებ გირჩევ მამათა მოძღვრებები იკითხო, იქნებ გონება გაგინათლდეთ... მომიტევეთ ასეთი მკაცრი ტონისთვის...(თქვენი კეთილის მდომელი.)"
"ტაბუ არ ადევს ცხოველს, დაცლილები არიან არანაირი შემოქმედებითობა, უნიჭოები, ვერაფერს აკეთებენ და ამით უნდათ ყურადღების მიქცევა".
"ამბობენ ექსპერიმენტი იყოო და აშკარად არ გაამართლა ექსპერიმენტმა.იქ დამთავრდა სადაც დაიწყო.ნანუკასთან ამ თემის წამოწევაც ბოლო გაბრძოლება იყო და არ გამოუვიდა არც ნანუკას რაც ნაკლებს ვიტყვით ახლა მით ნაკლები პოპულარიზაცია გაუკეთდება...
მიშას ნაცების ხელში ერთი თაობა გაგვეპარა მაგრამ თუ ქარტველი დედები, ბებიები ქალები ვიყოჩაღებთ კარგ თაობას წამოვწევთ წინ
ამით დამთავრდა ნანუკა შენი ბინძური შოუს მომავალი, შორს თქვენი აზრები ღვთისმშობლის წილხვედრ საქართველოდან"...
"გარყვნილები არიან ესენი. ყველანი და სხვებსაც რყვნიან
არარაობაა და რითი ცდილობს ყურადღების მიქცევას...ღორო ჟორჟოლიანო, ქართველები აღარ დადიან თეატრში, შენნაირების ფსევდოკულტურაზე გულები გვერევა და დაისვენე რაა"..
"დაგვცინის კიდეც, უდღეური -არტილერია და არტერია ერევა ერთმანეთში"..

10
3699
5-ს მოსწონს
6-ს არა
ავტორი:ლილი მიროტაძე
ლილი მიროტაძე
3699
  
2014, 1 თებერვალი, 14:47
სირცხვილის შეგრძნება საგრძნობლად გაიშვიათდა.აი ეს არის მთავარი პრობლემა.
2013, 27 ნოემბერი, 2:43
პიტალოც არ ითქმის მაგაზე ფამფალა ..ა
2013, 22 ნოემბერი, 22:30
პიტალო:)
2013, 22 ნოემბერი, 1:58
დიანა ეს ვინაა ?http://www.youtube.com/watch?v=p0uu8dZsIEc
2013, 16 ნოემბერი, 1:24
ძალიან გთხოვთ გაუვრცელეთ ამხანაგებს

პატარა ელენეს ჰოდროცეფალია ჭირს ანუ ტვინის გაწყალება დამძიმებული სტადიით. თავში აქვს შუნტიi, ბავშვი ვერ ხედავს,მხოლოდ ბლელ ოთახში მკვეთრ სინათლის ანთებაზე აქვს პატარა რეაქცია,გაურბის უაზროდ და უცურავთ თვალები.აუცილებელია მაგნიტო რეზონანსული ტომოგრაფია, მუდმივი ვიზიტი ნეიროქირურგებთან და სხვა სახის სამედიცინო დახმარება. ოჯახისათვის ნებისმიერი სახის გვერდში დგომა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია – იქნება ეს პროცენტიანი სესხი, უანგაროდ გაღებული გარკვეული თანხა თუ თუნდაც 10-20 ლარის ჩარიცხვა.
უფრო კონკრეტულად დაავადების და მკურნალობის შესახებ:
ბავშვს დაუდგინდა დენდის უიკენდის სიმპტომი. საჭიროებს ცერებრუმ კომპოზიტუმის ნემსებს. რომელიც საკმაოდ დიდ თანხებთანაა დაკავშირებული. ასევე ნეირორეაბილიტაციის პერმანენტულ კურსებს შეუწყვეტლივ, ექოსკოპიებს, ნეიროსონოსკოპიას, მაგნიტურ-რეზონანსულს, ენცოფოლოგრამას, მუცელზე ექოსკოპიას, რათა გაირკვეს თუ რა მდგომარეობაშია შუნტი, ექოსკოპიას თვალებზე. ბავშვი ვერ ხედავს და საჭიროებს ავასტინის ნემსებს, რათა არ ჩამოიშალოს ბადურა და სამუდამოდ არ დაკარგოს მხედველობა. ერთი ნემსის ღირებულება 440 ლარს შეადგენს. აუცილებელია მუდმივი კონსულტაციები ექიმებთან. მხედველობის შენარჩუნება და ბავშვის სრულად გამოჯანმრთელება მკურნალობით შესაძლებელია
ამჟამად სასიცოცხლოტ მნიშვნელოვანი და სასწრაფოდ ჩასატარებელია ნეიორეაბილიტაციის კურსები,გამუდმებით
რომლის ფასიც 11 დგიანი ღირს 990ლარი,
და მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია 430-490ლარი
სახელმწიფოსგან დაზღვევა და დაფინანსება არ გვაქვს,
რაც გვაქვს მხოლოდ ,,არქიმედე''თუმცა არც სხვა დაზღვევები ბავშვის საჭირო პროცედურებს არ აფინანსებს,
დაგვიანებამ შესაძლოა სავალალო შედეგამდე მიგვიყვანოს.გთხოვთ დახმარებას შეძლებისდაგვარად
შეუნარჩუნოთ ბავშვს მხედველობა და აქტიური ცხოვრების აზრი,შესაძლებელია ამჯამად რომ ბავშვმა დაინახოს და გაიაროს
მადლობა ყველას წინასწარ !
ღმერთმა სიკეთეში გადაგიხადოთ
ანგარიში გახსნილია საქართველოს ბანკში : GE93BG0000000288973000
მიმღების სახელი და გვარი : თორნიკე ონანაშვილი (მამა)
ასევე სწრაფი ჩარიცხვის აპარატებიდან ემონეით : 36096 33 99
საკონტაქტო ნომერი 555 35 23 85 მშობლები
2013, 15 ნოემბერი, 21:40
გაიტანეთ ეს ჟორჟოლიანი თავისი უზნეო შოუებთ! გვეყო, რაც გარყვნეს და გადააგვარეს ნაცებმა ქართველი ახალგაზრდები!
2013, 15 ნოემბერი, 20:01
და სტატიას რას ერჩით რომ გაგიწითლებიათ? გადამრევს ეს ხალხი რააა....:))))))))))რა უმისამართოდ უგანაჩენოდ აგრესიულები ხართ ხალხო რა გჭირთ??????
2013, 15 ნოემბერი, 14:23
გეთანხმებით. თუ არ მოგწონს ნუ უყურებ, ლანძღვა რა წესია. მე მაგალითად არ მომწონს ნანუკა , როგორც ჟურნალისტი, არ მომწონს მისი გადაცემა და არ ვუყურებ. ან თუ აპროტესტებს, ცოტა ნორმალურდ მაინც ახსენი რატომ არ მოგწონს, მარტო რომ ილანძრებიან, რა წესია...
2013, 15 ნოემბერი, 12:35
ნამდვილად
2013, 15 ნოემბერი, 10:24
ერთი რაღაც არ მესმის რა,თუ რამე არ მოგწონს შე დალოცვილო ნორმალურად,კორექტულად და ადამიანურად გამოთქვი ეგ შენი აზრი რა საჭიროა ეს ლანძრვა-გინება???ეგ არ არი ცოდვა ადამიანს რომ ლანძღავ და განიკითხავ???
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10