x
image
ნიკა კირკიტაძე
აეროპორტში მგზავრს ჩემოდანში 121 ცოცხალი გველი უპოვეს

imageშანხაის აეროპორტში ერთ-ერთი მგზავრი ჩემოდნით გველების საზღვარზე გადატანას ცდილობდა. ტვირთის სკანირების დროს აეროპორტის თანამშრომლებმა
ეკრანზე უჩვეულო გამოსახულება დაინახეს და ჩემოდნის გახსნა გადაწყვიტეს. თანამშრომლების გაოცებას და შიშს საზღვარი არ ჰქონდა, როცა ჩემოდანში ყუთებში მოთავსებული ათობით გველი აღმოაჩინეს. "ტერარიუმის" მფლობელი სასაზღვრო პოლიციას დიდხანს უმტკიცებდა, რომ ქვეწარმავლები არა ნამდვილი,
არამედ რეზინის სათამაშო იყო.


საერთო ჯამში, ჩხრეკისას 21 პატარა ყუთი აღმოაჩინეს, რომელშიც 121
სხვადასხვა გველი იყო. გაირკვა, რომ ქვეწარმავლები სიეტლიდან ჰონგკონგში გადმოიყვანეს, საიდანაც კონტრაბანდისტი შანხაიში აპირებდა მათ გადაყვანას. დამნაშავე ამჟამად დაკავებულია.



0
236
5-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
236
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0