x
image
ნიკა კირკიტაძე
მოსკოვში ქართველმა "ბენტლით" 5 მანქანა დაამტვრია
image

13 ნოემბერს, მოსკოვში, ქართველი ეროვნების მამაკაცმა ძვირად ღირებული "ბენტლით" რამდენიმე ავტომობილი დაამტვრია და მიმალვას შეეცადა.


საგზაო პოლიციის ინფორმაციით, "ბენტლის" მძღოლმა გზაჯვარედინზე წითელზე გაიარა და ჯიპს შეასკდა, რის შემდეგაც ადგილიდან მიმალვა სცადა და პარკირებულ მანქანებს დაეჯახა. შედეგად, სულ 5 მანქანა დაიმტვრა.


ავარიაში ბრალდებულმა საკუთარი ძვირად ღირებული მანქანა მიატოვა და გაქცევას შეეცადა, თუმცა საბოლოოდ პოლიციამ მისი დაკავება მაინც მოახერხა. გაჩხრეკვის შემდეგ ავტომობილში ხელყუმბარა აღმოჩნდა. ქართველი მამაკაცი, რომელსაც უკრაინის მოქალაქეობა აქვს, პოლიციამ სამედიცინო ექსპერტიზაზე გადაიყვანა. მას, სავარაუდოდ, რამდენიმე მუხლით წაუყენებენ ბრალს.




1
349
4-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
349
  
2013, 15 ნოემბერი, 10:32
საწყალი რა შარში გაუყვია თავი
0 1 1