x
image
ნიკა კირკიტაძე
ქართველმა 19-წლამდელებმა უელსელებს ხუთი ლამაზი გოლი გაუტანეს

image13 ნოემბერს საქართველოს 19-წლამდელთა ნაკრებმა 2014 წლის ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ჯგუფში პირველი შეხვედრა უელსელ თანატოლებთან გამართა და გამანადგურებელი ანგარიშით, 5:1 გაიმარჯვა.


მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართულ შეხვედრაში ვასილ მაისურაძის შეგირდებმა მეტოქე ყველა კომპონენტში დაჩაგრეს და 5 ლამაზი გოლი გაიტანეს.


სტუმრებმა მხოლოდ ერთი ბურთის გატანა შეძლეს - 84-ე წუთზე საჯარიმოდან ო'სალივანმა გაიტანა და საბოლოო ანგარიში აქ დაფიქსირდა - 5:1.


0
18
2-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
18
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0