x
image
მანჩო 777
ყველაზე ღარიბი პრეზიდენტი მსოფლიოში
image
ამ ფოტოზე გამოსახულია არა ღარიბი პენსიონერი ერთ-ერთი პატარა სოფლიდან, არამედ კარგად განვითარებული ლათინურ-ამერიკული ქვეყნის პრეზიდენტი საკუთარ სამზარეულოში.

ხოსე ალბერტო მუხიკა კორდანო-ურუგვაის პრეზიდენტია და მისი ცხოვრების სტილი ნაკლებად გავს იმას, თუ როგორც ცხოვრობენ ქვეყნის პირველი პირები. 78 წლის ელ პეპე(ასუ უწოდებენ მას ადგილობრივი მცხოვრებლები) ქველმოქმედებას ახმარს თითქმის მთელ თავის საპრეზიდენტო ხელფასს, რის გამოც ის ყველაზე ღარიბი(ან ყველაზე გულუხვი) პრეზიდენტია მსოფლიოში.

პრეზიდენტის ხელფასია 260 000 ურუგვაული პესო, აქედან ელ პეპე იღებს მხოლოდ 26 300-ს, დანარჩენი თანხა კი მიდის საქველმოქმედო ფონდში.

image


პრეზიდენტმა უარი განაცხადა საპრეზიდენტო რეზიდენციაში ცხოვრებაზე და ამჟამად ცხოვრობს პატარა სოფლის სახლში. პირველ ლედისთან ერთად მუშაობს მიწაზე და უვლის ყვავილებს და მცენარეებს. ხოსე მუხიკა იყო პარტიზანული მოძრაობის მონაწილე, გაატარა ციხეში 14 წელი, რამოდენიმეჯერმე იყო დაჭრილი.

უძვირესი შენაძენი მთელი მისი საპრეზიდენტო ვადის განმავლობაში იყო "ფოლკსვაგენი"- 1987 წლის გამოშვება, რომელიც ღირდა 1945 დოლარი.

image

6
321
14-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
321
  
2014, 19 დეკემბერი, 14:30
ა კაცი..... მარიხუანა ლეგალურია პარაგვაიში....ყველა იმას აფუილებს,....
2013, 14 ნოემბერი, 11:45
ასეთი ხალხი იშვიათია დედამიწაზე, ალბათ ბევრი გიჟსაც უწოდებს, მაგრამ ჩემი აზრით ის ყველაზე მდიდარი ადამიანი და ყველაზე ბედნიერიც... სხვათაშორის თბილისის ერთ-ერთი სკოლის დირეკტორმა, მხოლოდ 20 ლარი დაინიშნა ხელფასის სახით (ნაკლების უფლებას კანონი არ ძლევდა), დანარჩენ თანხას კი სკოლის სასარგებლოდ იყენებს... მე პატივს ვცემ ასეთ ხალხს და იმედია ბევრი იქნებიან, ბედნიერება ხომ ფულში მართლაც არაა
2013, 13 ნოემბერი, 22:54
რომ არ დაგიმალო, მე ბევრი რამ არ ვიცოდი ამ პიროვნებაზე, ახლა გავიგე.:)
2013, 13 ნოემბერი, 22:52
ეს საოცარი პრეზიდენტია და პიროვნებაა, არა მგონია მეორე მოიძებნოს სადმე.
2013, 13 ნოემბერი, 22:50
მაგალითად გამოადგება ბევრს, მაგრამ ალბათ დასცინებენ კიდეც:(
2013, 13 ნოემბერი, 22:49
ღარიბი ქვეყნის უღარიბესი, მაგრამ წესიერი პრეზიდენტი.
0 1 6