x
image
თამუნა გეწაძე
რატომ იხსნის ქეთა თოფურია საქორწილო ბეჭედს?

imageსექტემბერში ქეთა თოფურია ცოლად გაჰყვა ბიზნესმენს, ლევ გეიხმანს, მანამდე კი წყვილი სამი წელი ერთად ცხოვრობდა."ქორწინების შემდეგ ჩვენს ურთიერთობაში არაფერი შეცვლილა, ყველაფერი შესანიშნავადაა. შეიცვალა მხოლოდ და მხოლოდ სახლის ინტერიერი, ყველა საქორწინო საჩუქარი ოთახებში დევსს და თვალს ახარებს.ჩემთვის ცოტა უჩვეულოა საქორწილო ბეჭდის ტარება, მუდმივად დაძაბული ვარ და მეშინია არ დავკარგო ამიტომ სცენაზე გასვლის წინ ვიხსნი"–აცხადებს ქეთა თოფურია.ქორწილამდე წყვილი ისვენებდა სენ–ტროპეში და ამ მოგზაურობას თაფლობის თვე დაარქვეს."ჩვენ ვიცოდით, რომ ქორწილის შემდეგ ორივეს ძალიან ბევრი სამუშაო გვექნებოდა და სამოგზაუროდ წასვლას ვერ მოვახერხებდით, ამიტომ ჯერ ვიმოგზაურეთ და შემდეგ ვიქორწინეთ.მაგრამ მოგვიანებით საქორწილო მოგზაურობა კვლავ შედგება, ალბათ უფრო იანვარში, სადმე განმარტოებით, ოკეანის სანაპიროზე–" აცხადებს ქეთა.

image

0
1272
7-ს მოსწონს
ავტორი:თამუნა გეწაძე
თამუნა გეწაძე
1272
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0