საზოგადოება რამ დაღალა ვიქტორია ბექემი? 2012, 3 მაისი, 22:10 მსოფლიოს ერთ-ერთ მიმზიდველ წყვილთა შორის ყოველთვის აქტიურად მოიაზრებიან დევიდ ბექემი და მისი დედოფალი, მაგრამ ვიქტორია ბექემს საზოგადოება იცნობს, არა მხოლოდ, როგროც ცნობილი ფეხბურთელის მეუღლეს.მან თავი შოუ-ბიზნესში მომღერლის კარიერით დაიმკვიდრა.
მომღერლის კარიერის დასრულების და დიდხნიანი შემოქმედებითი პაუზის შემდეგ, ვიქტორიამ გადაწყვიტა ძალები მოესინჯა, როგორც დიზაინერს.მან შექმნა ქალის ტანისამოსის კოლექცია და წარმატებით წარსდგა ნიუ იორკის ფეშენ ვიქზე. როგორც თავად აღნიშნავს, დევიდ მექემი მის ახალ საქმიანობას არასერიოზულად აღიქვამდა და უბრალო გატაცებად მიაჩნდა, "მხოლოდ მას შემდეგ რაც დევიდმა ნახა ჩემი კოლექცია აღფრთოვანებული დარჩა და დააფასა ჩემი შრომა" _ამბობს ვიქტორია. ბოლო დროს, აქტუალურია მითქმა-მოთქმა იმასთან დაკავშირებით, რომ ვიქტორია ბექემი დეპრესიაშია."მე ძალიან კარგად ვარ, უბრალოდ დავიღალე"_ამბობს ის.დაღლა კი, მისივე თქმით, უმცროსი ქალიშვილის უძილობამ და ავადმყოფობამ გამოიწვია. ვიქტორია ყოველთვის აღნიშნავდა, რომ ის ძალიან ბედნიერი დედაა და დიდ სიამოვნებას ანიჭებს ბავშვების მოვლა, მაგრამ მიუხედავად მეუღლის დიდი სურვილისა, ბავშვის გაჩენა აღარ სურს. "სიამოვნებით გავხდებოდი კიდევ ერთხელ მამა, ახალი ბავშვი ახალ სიცოცხლეს შემოიტანს ჩვენს სახლში"_ამბობს დავიდ ბექემი. სამწუხაროა, მაგრამ ამ შემთხვევაში ცოლ-ქმრის ინტერესები ერთმანეთს არ დაემთხვა. 1178 9-ს მოსწონს |