საზოგადოება ანჯელინა ჯოლის კომპლექსები და "ორიგინალური" თერაპია 2012, 27 აპრილი, 20:50 ძნელი დასაჯერებელია, მაგრამ საზოგადოებაში თავის დამკვიდრება და არასრულფასოვნების კომპლექსი, თურმე შეიძლება ანჯელინა ჯოლისაც ჰქონოდა.
მსახიობის დედას მცირე შემოსავალი ჰქონია, რის გამოც "ენჯი" ხშირად ატარებდა მეორად ტანსაცმელს.მას გარეგნობაზე და განსხვავებულ ნაკვთებზე საუბარი აღიზიანებდა და მეტიც, აკომპლექსებდა.მეგობრების დაცინვის მიზეზი ხდებოდა ასევე მისი ზედმეტი სიგამხდრის გამოც.
მის მიმართ ასეთმა დამოკიდებულებამ, ჯოლის საკუთარი თავის პატივისცემა დააკარგვინა, რაც ხშირად თავის დასახიჩრებაში გამოიხატებოდა:"რაღაც მიზეზის გამო ჩემი თავის დაჭრის და ტკივილის შეგრძნების რიტუალი, შესაძლოა მაგრძნობინებდა სიცოცხლესა და თავისუფლებას, ეს იყო ჩემთვის ერთგვარი თერაპია", ამბობს ის.
რაოდენ გასაოცარიც არ უნდა იყოს, მსოფლიო ვარსკვლავი ოცნებობდა დამკრძალავი ბიუროს დირექტორი გამხდარიყო, ამ პერიოდში ის დადიოდა შავი ტანსაცმლით, წითელი თმებით და ხშირად იყო "მოშინგის" ტიპის კონცერტების სტუმარი.
თინეიჯერობის ასაკში არაორდინალურ შეხედულებებს, ჩაცმულობასა და გატაცებებს შემდეგნაირად ხსნის:" მე გულში კვლავაც ვარ და ყოველთვის ვიქნები უბრალოდ პანკი ბავშვი ტატუებით. " საინტერესოა, აიხდენდა თუ არა ჯოლი ბავშვობის ოცნებას და გაცვლიდა თუ არა დღევანდელ სტატუსს, დამკრძალავი დირექტორის სტატუსზე.ვიმედოვნებ რომ არა . რაც შეეხება მის ტატუებს, ის გამოირჩევა მრავალფეროვანი ტატუებით.თითქმის მთელი ზურგი სავსე აქვს სიტყვებითა და გამონათქვამებით.თითოეულს მნიშვნელოვანი დატვირთვა აქვს მისთვის.მაგალითად:ტატუ, რომელიც მას აქვს მარცხენა მკლავზე, შეიცავს მისი შვილების, დაბადების ადგილის გეოგრაფიულ კოორდინატებს.მანამდე კი ამავე ადგილზე, ყოფილი მეუღლის საპატივცემულოდ ჰქონდა წარწერა " ბილი ბობ." "მე აღარასოდეს აღარ გავაკეთებ ამგვარ სისულელეს და აგარასოდეს იქნება ჩემი ტატუ მამაკაცის სახელი."_ამბობს ჯოლი. 3189 11-ს მოსწონს |