x
image
გიორგი88
ანჯელინა ჯოლის მეგანი ფოქსი აღიზიანებს
image ბოლო დროს აქტუალური გახდა ანჯელინა ჯოლისა და მეგანი ფოქსის შედარება, რაც მეგანი ფოქსის მიმბაძველობამ გამოიწვია.მიბაძვა გამოიხატება









ჩაცმულობაში, სტილში, აქსესუარებში, მაკიაჟში და ასე შემდეგ.ამ თემაზე არაერთი კომენტარი გააკეთა ანჯელინა ჯოლიმ, როგორც აღმოჩნდა მას ძალიან აღიზიანებს მისი განხილვა მეგანის გვერდით და მათი ერთმანეთთან გაიგივება.

" ის ცდილობს მომბაძოს, ეს ძალაინ აშკარა და გამაღიზიანებელია"_ამბობს ანჯელინა ჯოლი.მისი ინტერვიუებიდან მკაფიოდ ჩანს მეგანისადმი სიძულვილი.

რაც შეეხება მეგანი ფოქსის აზრს ამ მითქმა-მოთქმაზე, ის აცხადებს, რომ ძალიან მოსწონს ანჯელინა ჯოლი, მიაჩნია, რომ ის ძალიან პატიოსანი ადამიანია, არასოდეს თამაშობს, ყოველთვის ძალიან გულწრფელია და არ ცდილობს დამალოს საკუთარი შეხედულებები.მეგანი საუბრობს ასევე ჯოლიზე, როგორც უნიჭიერეს მსახიობზე, მისთვის ის არის ფავორიტი მსახიობი მთელს ჰოლივუდში.


ბიბაძვასთან დაკავშირებით კი აცხადებს :" მე ვარ შავგვრემანი გოგონა, რომელსაც აქვს ტატუ, ეს ერთადერთია რითაც ვგავარ ჯოლის.მთელი ეს მითქმა-მოთქმა კი მედიის შემოქმედების ნაკლებობამ გამოწვია".

მეგანი თვლის, რომ ის ანჯელინაზე მიმზიდველია : " მე ვარ ჯერ მხოლოდ 25წლის და მასზე ბევრად მიმზიდველი"_ამბობს ის და ასახელებს რამოდენიმე ჟურნალის გამოკითხვას, სადაც მეგანი ფოქსი მსოფლიოში ყველაზე მიმზიდველ ქალად დასახელდა.

image

image
"მე არ ვარ იდეალური, ბევრი რამ მომწონს ჩემში, მაგრამ არის რაღაცეები, რითაც უკმაყოფილო ვარ.მომწონს ჩემი თმა და თვალები, არ მომწონს ჩემი სიმაღლე"

image

მეგანი ფოქსმა თავისი კარიერა მოდელობით დაიწყო, შემდეგ კი მსახიობობა გადაწყვიტა.მისი თქმით, ძალაინ ჩაკეტილი ადამიანია და არ უყვარს ხალხთან ურთიერთობა, ბავშვობაშიც არასოდეს დადიოდა კლუბებში და წვეულებებზე და ყოველთვის სახლში ყოფნას ამჯობინებდა.იყო ძალიან აგრესიული, რის გამოც გოგოებთან არ მეგობრობდა.

" მე შემიძლია ვიყო ძალიან აგრესიულიც, ერთგულიც, ეგოისტიც.ემოციურად არაპროგნოზირებადი ვარ"_ამბობს მეგანი ფოქსი.

0
7417
25-ს მოსწონს
ავტორი:გიორგი88
გიორგი88
7417