x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
"ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს" - თბილისში უცხოური ღამის კლუბები დაარბიეს

image10 ნოემბერს, ღამით, ახალგაზრდების ჯგუფმა თბილისში მდებარე ირანული და თურქული ბარები და სტრიპტიზ-კლუბები დაარბია.
აქციის ამსახველ ვიდეომასალას "ღია ბოქლომი" ავრცელებს. ვარდების მოედანზე მდებარე რამდენიმე ღამის კლუბში 30-მდე მამაკაცი ქართველი ქალების პროსტიტუციაში ჩართვას და აღნიშნულ დაწესებულებებში ეთნიკური ნიშნით შესვლის აკრძალვას აპროტესტებდა.
"ჩვენ, ქართველები თავს არ დავიჩაგრავთ. უცხო ეროვნების ხალხი რომ ჩამოდის და ჩვენ სტუმართმოყვარე ერი ვხვდებით, ვითხოვთ, ისევე მოგვექცნენ" - აღნიშნა ერთ-ერთმა მონაწილემ.

აქციაში მონაწილეობდა ეროვნული დამოუკიდებლობის პარტიის ლიდერი ირაკლი წერეთელი, რომელმაც ასევე გააპროტესტა უცხოურ დაწესებულებებში ქართველი მამაკაცების არდაშვების ფაქტი. "საქართველოში ქართველი კაცი ყველგან უნდა შედიოდეს" - აღნიშნა წერეთელმა საუბრისას.

ღამის კლუბებთან შეკრებილმა ახალგაზრდებმა პეტარდები დაანთეს და სკანდირებდნენ: "საქართველოს გაუმარჯოს".



0
154
1-ს მოსწონს
ავტორი:ნიკა კირკიტაძე
ნიკა კირკიტაძე
154
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0