x
მეტი
  • 28.04.2024
  • სტატია:134564
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508622
არაბი პრინცესას თაღლითური ხრიკები. როგორ დაიძვრენს ის თავს სასამართლოდან

imageპრინცესა სარა ალ ამოუდი საუდის არაბეთიდან სასამართლოშია გადაცემული აფიორაში და სხვისი ქონების მიტაცებაში ბრალდების გამო. დაზარალებულები კი ინგლისის მოქალაქენი ამანდა გლუტერბუკი და იან პატონა არიან. მათ პრინცესას თავიანთი ქონება, კერძოდ კი აქციები გადაუფორმეს. სასაცილოა, მაგრამ ეს ჩვენი სარა სინამდვილეში სულაც არ აღმოჩნდა პრინცესა, არამედ ყოფილი მეძავია. არა და თავს მილიარდელი შეიხის ქალიშვილად ასაღებდა. ალ ამოუდი ამტკიცებდა, რომ 100 000 მისთვის ერთი კვირის ჯიბის ფული იყო და დედა უგზავნიდა ჩემოდნით, რომ მას აგრეთვე სამეფო მემკვიდრეობა ერგებოდა. ის ყვებოდა, რომ 1 მილიონი მხოლოდ სუნამოში ჰქონდა გადახდილი და მისი დამადასტურებელი ჩეკიც ჰქონდა.image

სასამართლოში გამოირკვა, რომ საბუთები ისე გააფორმეს, თითქოს ბატონ იან პატონას ჰქონდა ვალი და თავისი აქციები ამის საფასურად გადაუფორმა. ალ ამოუდი სასამართლოში როლს როისით ცხადდება, რომელსაც ნომრების ნაცვლად აწერია: "მისი სამეფო უდიდებულესობა". ის ლაპარაკობს სასაცილო ინგლისური აქცენტით და აცხადებს, რომ ხანგძლივი დროის მანძილზე რომანი ჰქონდა იან პატონასთან და აქციების საფასურიც ბანკის გარეშე პირადად გადასცა.image ირწმუნება, რომ ფულს რეგულარულად უგზავნიდნენ მდიდარი ნათესავები, ის კი საწოლის ქვეშ ჩემოდანში ინახავდა. საბანკო მომსახურებით კი მხოლოდ ენის უცოდინრობის გამო არ სარგებლობდა.image

თვითმარქვია პრინცესა 30-დან 40 წლამდე ასაკისაა, მისი(როგორც თვითონ ამტკიცებს) საყვარელი იანი კი 45-ის. ამანდა გლუტერბუკს კი საქმიან პარტნიორს უწოდებს და ირწმუნება, რომ მან ერთხელ ჩემოდნიდან მოჰპარა მსხვილი თანხა, რასაც ამანდა უარყოფს. ასევე უარყოფს მასთან რომანს იან პატონაც. სასამართლო პროცესებზე ალ ამოუდი ჩადრით ცხადდება და მისი სახე ჯერ არ უნახავთ.image

0
331
6-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
331
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0