x
მეტი
  • 23.12.2024
  • სტატია:138981
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512526
უცნაურები 2

როგორც ჩანს იმდენად უცნაური ხალხი ვართ, რომ უაზრობაში გადაზრდილმა უცნაურმა სტატიამ მკითხველის დაინტერსება გამოიწვია და რეიტინგებით სხვა სტატიებს აჯობა. ამიტომ გადავწყვიტე მეორე უცნაური დავწერო უკვე მეორე დრისთვის და როგორც ადრე ვთქვი, რომ მომავალში ვაპირებდი ყოველკვირეული უცნაურის გამოშვებას, თქვენმა აქტიურობამ გადამაწყვეტია ყოველდღიურად ვისაუბროთ წინა დღეს მომხდარ უცნაურობებზე და არა მარტო უცნაურობებზე.
image

რადგან ძალიან მიყვარს სპორტი ისევ სპორტიტ დავიწყებ. გუშინ სტამბულში თურქეთის პრემიერმა ოფიციალურად გამოაცხადა თურქეტის სურვილი 2020 წლის ევროპის ჩემპიონატს უმასპინძლონ(გაუჭირდებათ თუ რა?!). ამავე საკითხზე შეხვდნენ ორი "ბობოქარი" (ჯონდისავით) ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტები და დაიწყეს თათბირი ევროპის ჩემპიონატის მასპინძლობასთან დაკავშირებით (სად ეჩქარებოდათ ჯერ ადრე). უეფაში კი განაცხადი 26 მარტიდან 1 თვის ვადაში უნდა შეიტანონ მასპინძლობის მსურველმა კანდიდატებმა (ე ბიჭო დაქოქე თვითმფრინავი დროზე უეფაში მოასწარით!!!).

გადავიდეთ პოლიტიკაზე. მიუხედავად იმისა, რომ ვცდილობ აპოლიტიკური ვიყო და ყურადღება არ მივაქციო პოლიტიკას იმდენი უცნაური სასაცილო და სატირალი რამ ხდება რომ არ შეეხო შეუძლებელია. რუსეტის პრეზიდენტმა და ალბათ მომავალმა პრემიერ მინისტრმა დიმიტრი მედვედევმა დაასწრო პუტინს და თავისი რწმუნებული გააგზავნა "თვითაღვირახსნილ" სახელმწიფოებში. ამაზე ქართველები გაბრაზდნენ და ლაზიკას აშენება დაიწყეს, ხოლო ნატოს შეშფოთებისგან პირი ღია დარჩა.

imageრა ხდებოდა გუშინ ქართულ შოუბიზნესში? პასუხი მარტივია, რაც აქამდე ხდებოდა. და რა ხდებოდა აქამდე ამის განსჯა თქვენთვის მომინდვია მკითხველო.

გუშინ საიტ „ინტერმედიაზე“ გამოქვეყნდა ვინმე ლუკა1991 ის წერილი „უცნაური“ და საკმაოდ ბევრი მთელი 42 ადამიანის ე.წ. "like" დაიმსახურა. ვიღაც შემოვა და იტყვის 42 რა არისო?! ხო რა არის თქვი სენ და ე.წ. „ამდგრადი“ სამინისტროს მონაცემებით 42 ადამიანი სამი მილიონ სამოცდაოთხი ტურისტია. დიახ ზუსტად ეს რაოდენობა მოემართება თურმე ზაფხულისთვის „შლოპანცების“ და „ბოთლების“ დედაქალაქში.image



დღეს მეტს აღარაფერს დავწერ. ერთს გთხოვთ გამომდინარე იქიდან, რომ არ ვარ პროფესიონალი ჟურნალისტი ნუ გამკიცხავთ თუ ბევრი შეცდომები ნახოთ. ნელ ნელა დავხვეწავ და იმედია „უცნაურობებს“ და “უაზროებებს“ მალე მოჰყვება მილიარდი ტურისტი ქართულ ისტანბულში. ხო, ხო ქართულ ისტანბულში ანუ "ლაზიკაში“, მომავალ საცვლების დედაქალაქში.


კიდევ ერთი უაზრობა რომელსაც იმედია ბევრი მკითხველი ეყოლება, იმიტომ რომ ჩვენში ბევრი უცნაურია.....


0
777
3-ს მოსწონს
ავტორი:ლუკა1991
ლუკა1991
777
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0