x
მეტი
  • 24.12.2024
  • სტატია:139019
  • ვიდეო:351981
  • სურათი:512558
რა რაოდენობის წყალი ჭირდება ჩვენს ორგანიზმს?

image













2, 5 ლ-ზე ნაკლები რაოდენობით წყლის მიღება იწვევს თირკმელებზე დამატებით დატვირთვას, რადგან წყლის მინიმაურ რაოდენობაში (რასაც დასაკარგად გაიმეტებს ორგანიზმი) უნდა გააზავოს დიდი რაოდენობით მეტაბოლიტები და ტოქსინები.
საერთო ჯამში ადამიანის ორგანიზმს სჭირდება 4, 5 ლ წყალი, რომლიდანაც 2, 5 ლ მიიღებს წყლის სახით, დანარჩენი კი მიიღება ნივთიერებათა ცვლის შედეგად დღის განმავლობაში მიღებული საკვებიდან.
ეს 4, 5 ლ წყალი სჭირდება ორგანიზმს 2, 5 ლ შარდის გამოსამუშავებლად, ეს რაოდებობა აუცილებელია, რათა თირკმელები არ დაიტვირთოს ძალიან შარდის კონცენტრირების დროს (აქედან დასკვნა, იმ ადამიანებში, რომლეიც იღებენ დიდი რაოდენობით წყალს, შარდი ყოველთვის შედარებით ღია ფერისაა).
1ლ-ზე მეტ წყალს დღის განმავლობაში ხარჯავს ფილტვები - სუნთქვის დროს იკარგება წყალი ამონასუნთქ ჰაერთან ერთად.
გარკვეული რაოდენობით წყალი იკარგება ფეკალური მასების დასასველებლად, რათა გაადვილდეს მათი გადაადგილება ნაწლავებში. ცხელ ამინდებში ამ მიზნით სასურველია მეტი რაოდენობით წყლის მიღება.
წყალი უნდა დალიოს ადამინმა ყოველთვის როცა სწყურია, ჭამის დროსაც კი. უშუალოდ ჭამის დროს მიღებული წყალი დიდ გავლენას არ ახდენს საჭმლის მონელებაზე, მაგრამ თუკი საჭმლის მიღების მომენტში ადამიანს აწუხებს წყურვილი, ანუ ორგანიზმი საჭიროებს წყალს, საკვების მონელება ძნელდება.
დილით ადამიანმა 1-3 ჭიქა წყალი მაინც უნდა დალიოს, რათა ღამის განმავლობაშ დაკარგული წყალი შეავსოს.
ყოველ ჭამამდე ნახევარი საათით ადრე მიიღეთ 1-2 ჭიქა წყალი, რათა ორგანიზმმა მიიღოს სითხე და მოემზადოს საკვების მონელების პროცესისითვის.
საკვების მიღების წინ წყლის დალევით ორგანიზმი ასე თუ ისე დაცულია კუჭ-ნაწლავის ტრაქტის პრობლემებისაგან, მათ შორის მუცლის შებერვისგან, გულძმარვისგან, კოლიტისგან, შეკრულობისგან, ნაწლავების კიბოსგან და ა.შ.
საკვების მიღებიდან დაახლოებით 2, 5 საათის შემდეგ კიდევ მიიღეთ წყალი. ეს ადამიანს თავიდან ააცილებს უადგილო შიმშილის შეგრძნებას, მაშინ როცა ორგანიზმს სინამდვილეში ესაჭიროება წყალი მიღებული საკვების წვრილ ნაწლავში გადამუშავების სტიმულაციისთვის.
წყლის მიღება აუცილებელია ნებისმიერი ფიზიკური აქტივობის წინ, რადგან ამ დროს იკარგება დიდი რაოდენობით სითხე ოფლის გზით.

0
196
1-ს მოსწონს
ავტორი:tsotne5
tsotne5
196
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0