x
image
t.x.
21 წლის გოგონას მოხუცის მკვლელობისთვის პატიმრობა მიესაჯა
image21 წლის გოგონას სასამართლომ მოხუცი ქალის მკვლელობისთვის პატიმრობა მიუსაჯა. მოხუცი ყოფილი მედიცინის დაა. ის 75 წლის იყო. ჰყავს შვილიშვილები და შვილთაშვილები.

ნატალი ფოულსერი თავისი მანქანით მიდიოდა. მანქანის სავალ ნაწილზე შენიშნა ქალი და კაცი, რომლებიც ქუჩაზე გადადიოდნენ. გოგონას მოეჩვენა, რომ ისინი განზრახ ზედმეტად ნელა მოძრაობდნენ. ნატალი ბრაზმა შეიპყრო, სვლა შეანელა და გაჩერდა, თან თვალს არ აშორებდა უკვე გადასულებს. image
გაბრაზებულმა დაძრა მანქანა სწრაფად, ისე, რომ მეორე მხარეს არც კი გაუხედავს, საიდანაც მოხუცი მონახი ავერილი გადადიოდა. წესით მას უნდა დაენახა მოხუცი, მაგრამ თავიც კი არ მოუბრუნებია. შემთხვევის მერე გოგონა დიდი ხმით ტიროდა და ყვიროდა, არ სჯეროდა რომ ადამიანს დაეჯახა და მოკლა.

ავერილის 76 წლის ქმარი ჯორჯი საოცრად განიცდიდა ცოლის გარდაცვალებას და თავის საძინებელ ოთახში აღარ იძინებდა. აგვისტოში კი გარდაიცვალა.image

სასამართლო პროცესი აქამდე გრძელდებოდა და გასულ კვირას დამთავრდა. ნატალის რვა თვით პატიმრობა მიესაჯა და 2 წლით ჩამოართვეს მართვის მოწმობა. მოსამართლემ გაითვალისწინა მოწმეების ჩვენებებიც, სადაც ისინი აღნიშნავდნენ, რომ გოგონა ძლიერ განიცდიდა მომხდარს.


ნატალის ადვოკატი სასამართლო პროცესზე აცხადებდა, რომ გოგონა ავარიის შემდეგ სულ სხვა ადამიანად იქცა. ის ყოველ დღე ტიროდა და პატიებას ითხოვდა. ავარიამდე ის ნიჭიერი მხატვარი იყო და საუკეთესო მომავალსაც უქადდნენ.

0
105
4-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
105
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0