Winter's Tale ახალი ამერიკული, ზებუნებრივი დრამა, რომელსაც მარკ
ჰელპრინის ნოველა უდევს საფუძვლად. ფილმი რეჟისორმა აკივა გოლდსმანმა გადაიღო, მასში მონაწილეობას იღებენ ისეთი მსახიობები, როგორებიც არიან:
კოლინ ფარელი, რასელ ქროუ, ჯენიფერ კონელი, უილ სმიტი და ჯესიკა ბრაუნ ფაინდლი. მაყურებელს ფილმის ხილვა რამდენიმე თვეში შეეძლებათ, როგორც ამბობენ ფილმი კინოეკრანებზე 2014 წლის თებერვალში გამოვა.