ტექნიკური Google-მა და LG-მ Nexus 5 წარმოადგინეს! 2013, 9 ნოემბერი, 18:41 კომპანია Google-მა LG-თან ერთად Nexus 5 წარმოადგინა. ინფორამციის განჟონვის შედეგად, ამ აპარატზე ბევრი რამ იყო ცნობილი, მათ შორის მოწყობილობის გარე ვიზუალიც. თუმცა, წინასწარ არსებული ინფორმაციიდან ყველაფერი არ გამრთლდა. მაშ ასე, კომპანია Google კონტრაქტის გარეშე 350 და 400 დოლარად ფლაგმანური აპარატის 16- და 32- გბ-იან ვერსიების გვათავზობს შესაბამისად. სიახლეს აქვს Full HD (1080p) ფორმატის 5-დიუმიანი IPS-ეკრანი და ოპ. სისტემა Android 4.4 KitKat, რომელშიც მთელი რიგი სიახლეები შევიდა. დიუმზე პიქსელების რაოდენობა 45 ppi-ს შეადგენს. ეკრანი დაცულია Gorilla Glass 3-ის დამცავი მინით. მოწყობილობის ზომები 137, 84×69, 17×8, 59 მმ-ს უტოლდება, ხოლო მისი წონა სულ რაღაც 130 გ-ს შეადგენს — ეს Google-ის ყველაზე თხელი და სწარფი სმარტფონია. სენსორებს შორის არის: გიროსკოპი, აქსელერომეტრი, კომპასი, მაგნიტომეტრი, ბარომეტრი, მიახლოვის და განათების სენსორები. გათავლისწინებულია MicroUSB პორტი და ორი მიკროფონი ხმაურის ჩასახშობად. გარდა ამისა, მხარდაჭერილია ადაპტერი SlimPort (ცალკე იყიდება), რომლის მეშვეობითაც DVI, VGA, HDMI და DisplayPort-ის ინტერფეისების საშუალით სმარტფონის ეკრანზე შეერთებაა შესძლებელი. მხარდაჭერილია გამოსუახლის გადაცემა 1080p 3D ფორმატში. 88 1-ს მოსწონს 1-ს არა
|