კერძები ხორცისაგან სოსისების ,, მუმია" 2013, 8 ნოემბერი, 21:00
ინგრედიენტები:(12 პერსონისთვის)
–––––––––––––––––––––––––––––
24 სოსისი.
1 შეკვრა გაყინული ფენოვანი ცომი. მაიონეზი ან მდოგვი. მ ო მ ზ ა დ ე ბ ა: –––––––––––––––––––– თავდაპირველად გაყინული ცომი გავადნოთ ოთახის ტემპერატურამდე.სოსისებს გავავლოთ წყალი და შევაშროთ ხელსახოცით.ცომი გავყოთ 2 ნაწილად.გავაბრტყელოთ მართკუთხედად და დავჭრათ თითოეული ცომი 12 ზოლათ.სათითაოდ შემოვახვიოთ თითოეულ სოსისს მუმიასავით და ჩვენი “კაცუნებიც"მზადაა.ფორმაზე გავუსვათ ცხიმი და დავაწყოთ გამოსაცხობად 180 გრადუს ტემპერატურაზე.15 წუთში ჩვენი მუმიები გამოცხვება.გამოვიტანოთ და და მაიონეზით ან მდოგვით გავუკეთოთ თვალები და პირი და ლამაზად დავაწყოთ თეფშზე.მივირთვათ ცხლად. მე მგონი ძალიან ადვილია და თან ძალიან ორიგინალურია და გემრიელიც. 141 6-ს მოსწონს
|