x
მეტი
  • 27.04.2024
  • სტატია:134563
  • ვიდეო:351974
  • სურათი:508621
მთვრალი ქალის თავდასხმა, მკვლელობა და ჯარიმა 300 ფუნტი სტერლინგი

imageმთვრალი ქალი გადაძვრა მეზობლის ღობეზე და გამოეკიდა მსხვერპლს. ბევრი დევნის შემდეგ დაიჭირა და სასტიკად გაუსწორდა. ეს დანაშაული მკვლელს 300 ფუნტი სტერლინგი დაუჯდა და არამარტო... მას ასევე აეკრძალა ხუთი წლის მანძილზე შინაური ცხოველებისა და ფრინველების ყოლა. მსხვერპლი კი არც მეტი არც ნაკლები - ბატია.

34 წლის შარლინ ზიმა დააპატიმრეს. ის გამხეცებული, ქვით შეიარაღებული გადაძვრა მეზობლის ღობეზე და კარგა ხნის დევნის შემდეგ გაუსწორდა საცოდავ ფრინველს. მისი აგრერიგად გაცოფება კი კარგა ხნის ლოთობის შემდეგ, ბატის ყიყინმა გამოიწვია. მეზობელს დაყენებული ჰქონდა სათვალთვალო კამერები, სადაც კარგად არის აღბეჭდილი მისი გამხეცებული დევნა. ბოლოს, როცა ფრინველი მოიხელთა და მოკლა, ძაღლებს მიუგდო საჯიჯგნად.

შარლინმა აღიარა ჩადენილი დანაშაული. მას ბრალად ცხოველებისადმი სასტიკი მოპყრობა ედება. სახლის მფლობელის ვიდეოფირი გადაღებულია 3 სექტემბერს, დილის რვა საათზე. მასზე აღბეჭდილია საოცარი სისასტიკე, როგორ უჩეჩქვავს ქვით თავს და შემდეგ თავის ძაღლს უგდებს.image

ექსპერტიზამ აჩვენა, რომ ფრინველის სიკვდილი ძალადობითაა გამოწვეული. შარლინი დათანხმდა გადაეხადა ჯარიმა და შეგუებოდა განაჩენს, რომ 5 წლით აეკრძალა ცხოველების ყოლა.image ცხოველთა დაცვის საზოგადოება მისთვის ითხოვდა სამუდამოდ აეკრძალათ ცხოველის ყოლის უფლება, ექვსი თვით ციხეს და 20 000-სს ჯარიმად. ცხოველთა დაცის საზოგადოების თავჯდომარე ბ-ნი ბრაიტონი განაჩენით უკმაყოფილო დარჩა და განაცხადა, რომ არც 5 წლის გასვლის შემდეგ უნდა მიეცათ მისთვის ცხოველებთან ურთიერთობის საშუალება. ფიქრობს, რომ შარლინს გამოსასწორებლად ეს ვადა არ ეყოფა.

0
137
3-ს მოსწონს
ავტორი:t.x.
t.x.
137
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0