x
image
ნოდარ ჯოჯუა
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში დღეს კიდევ დაეცა

ლარის კურსი დოლარimageთან მიმართებაში დღეს კიდევ დაეცა და 1, 6793 ნიშნულზე შეჩერდა, გუშინ ეს მაჩვენებელი 1, 6737-ით განისაზღვრებოდა.
აღსანიშნავია. რომ ეროვნული ვალუტა ბოლო ერთი კვირაა, უმნიშვნელოდ, მაგრამ სტაბილურად უფასურდება. ეროვნული ბანკის ინფორმაციით, კურსმა 0, 01 პუნქტით, 1, 66-დან 1, 67 -ზე გადაინაცვლა.
აღსანიშნავია, რომ ეს ყველაზე დაბალი მაჩვენებელია 2011 წლის დეკემბრის შემდეგ, როდესაც
ლარის კურსი დოლართან მიმართებაში 1.6793 ნიშნულზე დაფიქსირდა.
ეროვნულივალუტის მაღალ კურსზე საერთაშორისო სავალუტო ფონდი მიუთითებდა. ”რეგიონის
ეკონომიკურ პროგნოზში”, რომელიც რამდენიმე დღის წინ საერთშორისო ფინანსური
ინსტიტუტის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა, აღნიშნულია, რომ ლარის გამყარება
საკვებსა და ენერგეტიკაზე ფასების შემცირებამ გამოიწვია, რაც თავის მხრივ,
მთავრობის რეგულაციებმა განაპირობა.
როგორც სსფ აღნიშნავს, საქართველოში ინფლაციის დონე მიზნობრივ მაჩვენებელს, 6%-ს, მკვეთრად
ჩამორჩება და წლის ბოლოსთვის -0, 3%-ს მიაღწევს.

0
908
2-ს მოსწონს
2-ს არა
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
908
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0