x
image
ხიზანიშვილი
სასარგებლო და ხალისიანი

image- ფორთოხალი ხალისიანი ხილია, განწყობას აუმჯობესებს. თურმე ნაბახუსევზე განსაკუთრებით კარგია მისი წვენი, თუმცა უზომო რაოდენობით მისი მიღება ღვიძლს ასუსტებს. ფორთოხლის კანის, მისი ყვავილისა და ფოთლების დაყნოსვა ძალიან კარგია ხალისიანი განწყობისათვის.
- მთელ მსოფლიოში ასამდე ჯიშის ფორთოხალია გავრცელებული. ისინი სხვადასხვაგვარადაა კლასიფიცირებული. ერთ-ერთის მიხედვით, ძირითადად "ჭიპიანი" და "სისხლიანი" ჯიშის მცენარეებად იყოფიან.
- ფორთოხალი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც მისი წვენის მიღება ისწავლეს. მთელ მსოფლიოში მას სწორედ ამ სახით იღებენ.
- სუფრასთან ფორთოხლის ჭამა საკმაოდ რთულია. ეტიკეტის მიხედვით, იგი ორ ნახევრად უნდა გაჭრან და დანა-ჩანგლით მიირთვან. ეტიკეტის დაცვის შემთხვევაშიც კი, რაც ძალიან იშვიათად ხდება, სუფრაზე მეზობლის ფორთოხლის წვენით დასვრის დიდი საშიშროებაა. ამიტომ უკეთესია მისი გაფცქვნა და ნაწილებად დაყოფა. ამ შემთხვევაში ფორთოხლის ხელით აღება უკვე შეიძლება. იგი სუფრაზე დესერტის სახით მიაქვთ. ბოლოს მოაჭრიან, კანს რამდენიმე ადგილას დასერავენ, რბილობს ოდნავ მოაცილებენ, ბოლომდე - არა და ფრთხილად ყოფენ ნაწილებად. მიიღება ყვავილი, რომელიც ორ რიგად განლაგებული ფურცლებისგან შედგება. გარეთა - კანისაა, შიგნითა კი - რბილობის. ასე მომზადებული ფორთოხალი სუფრაზე ხილის ლარნაკით მიაქვთ.

0
26
6-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
26
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0