x
image
ხიზანიშვილი
ლიმონის საიდუმლო
image- ლიმონი მართლაც რომ გამორჩეულია, რადგან ძნელად თუ მოიძებნება მსგავსი პროდუქტი, რომელშიც არსებული უნიკალური, სამკურნალო, სასარგებლო თვისებები და არაჩვეულებრივი არომატი ერთად იყოს თავმოყრილი.

- ლიმონის ნაყოფი დღეს საკმარისად კარგად არის შესწავლილი. მაგალითად, მასში არსებული ციტრალი და ლიმონენი აქტიურად გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ასევე არომათერაპიის პროცედურების დროს. მათ, სამკურნალო თვისებების გარდა, ნერვული სისტემის დამამშვიდებელი ეფექტიც აქვს.

- ლიმონის არომატს დადებითი გავლენა აქვს ადამიანის ტვინზეც. ეს მეცნიერულად დამტკიცებულია. ცნობილია, რომ ლიმონი განსაკუთრებული პროდუქტია. მასში ყველაზე დიდი რაოდენობით წარმოდგენილია C ვიტამინი. თუ დღეში 120 გრამ ლიმონს შევჭამთ, ამით პრაქტიკულად, C ვიტამინზე დღიურ მოთხოვნას დავიკმაყოფილებთ.

- ლიმონიანი ჩაი ზამთრის პერიოდში ძალიან სასიამოვნო და სასარგებლოა, ამიტომ ნუ ეტყვით თავს უარს ამ სიამოვნებაზე. თანაც მისი მიღება განსაკუთრებით ეფექტურია, თუ გაციებული ხართ.


- ლიმონი PP ვიტამინსაც შეიცავს და საკმარისი რაოდენობით ორგანულ მჟავასაც. ლიმონის ბევრი ჯიში არსებობს. შესაბამისად, ისინი სხვადასხვა ქვეყანაში მოდის. საყოველთაოდ ცნობილია, რომ კავკასიური ლიმონი სხვებთან შედარებით უფრო მჟავეა. აქედან გამომდინარე, მასში ლიმონმჟავას შემადგენლობაც უფრო მაღალია.

0
750
5-ს მოსწონს
ავტორი:ხიზანიშვილი
ხიზანიშვილი
750
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0