სასარგებლო პროდუქტები ხორცის და თევზის მნიშვნელობა ადამიანის ორგანიზმისთვის 2013, 24 აგვისტო, 17:45 - ხორცი ძვირფასი საკვები პროდუქტია. მის შემადგენლობაში შედის ცილები, ცხიმები, მინერალები და "B" ჯგუფის ვიტამინები. ხორცისგან დამზადებული კერძები ითვლება ადამიანის ორგანიზმისთვის საჭირო ცილების წყაროდ.
- საქართველოში ძირითადად გამოიყენება საქონლის, ღორის, ცხვრის, კურდღლის და ფრინველის ხორცი. ხორცის შენახვა მაცივარში დიდი ხნით არ შეიძლება.
- ხორცის ხარისხიანობას განსაზღვრავენ მისი სუნით და ფერით. იგი უნდა იყოს წითელი ან ვარდისფერი; ქონი კი თეთრი ან მოყვითალო.
- ფართო გამოყენება აქვს ხორცის პროდუქტების ნახევარფაბრიკატებს. ამით შრომას ვიმსუბუქებთ და დროსაც ეკონომიურად ვხარჯავთ კერძების დამზადების დროს.
- ხორცს ძირითადად ხორცკომბინატებში ამუშავებენ. მისგან ამზადებენ ძეხვს, ვიჩინას, ნახევარფაბრიკატებს, ხინკალს, უშვებენ კონსერვებს და ა.შ. - ხორცის პირველადი დამუშავება რამდენიმე ოპერაციისაგან შედგება. გაყინული ხორცი უნდა დავდოთ ჰაერზე. მისი თბილ წყალში ჩადება არ შეიძლება, რადგან ამ დროს იკარგება მისი შემადგენლობის ნაწილი, უგემურდება და კარგავს თავის კვებით ღირებულებებს. ხორცი ირეცხება ჩვეულებრივი წყლით, ძალიან ჭუჭყიან ადგილებს თხლად აჭრიან, გარეცხვის შემდეგ ხორცს ჭრიან და ახარისხებენ იმის მიხედვით, თუ რა კერძისთვის არის საჭირო. - თევზის პროდუქტებს დიდი კვებითი ღირებულება აქვს, რადგანაც მასში შედის ცილები, ცხიმები, მინერალები და ვიტამინები. მას მართალია მაღალი კალორიულობა არა აქვს, მაგრამ სამაგიეროდ ფოსფორს შეიცავს, რაც ადამიანის ორგანიზმისთვის მეტად საჭიროა. - მაღაზიებში სარეალიზაციოდ სხვადასხვა სახის თევზი გვხვდება: ცოცხალი, გაყინული, დამარილებული, გამოყვანილი და ა.შ. - თევზის სიახლის განსაზღვრა შეიძლება მისი გარეგანი შეხედულებებით. თუ თევზს თვალები ჩაცვენილი აქვს და ლაყუჩები მომწვანო, თევზი ძველია. მას უნდა ჰქონდეს გამჭირვალე ლორწო და პრიალა ქერცლი. - თევზის პირველადი დამუშავება ხდება ფერფლის მოცლით, კუდისა და ფრთების მოჭრით. გაყინული თევზი იდება მარილიან წყალში, რითაც მის კვებით ღირებულებას ვიცავთ. - თევზის გაწმენდის დროს ყურადღება უნდა მივაქციოთ იმას, რომ თევზის კანის მთლიანობა არ დაირღვეს. 466 8-ს მოსწონს
|