x
image
Livingstone
შიშველი მოტოციკლისტი დააჯარიმეს
imageრუმინეთის ქალაქ კონსტანცაში კურიოზული ინციდენტი მოხდა - საგზაო ინსპექტორმა გააჩერა მოტოციკლეტი და დააჯარიმა მგზავრი ქალი, რომელიც დამცავი მუზარადის გარეშე მგზავრობდა.


თუმცა, როგორც ჟურნალისტებისათვის გახდა ცნობილი, ქალბატონი მხოლოდ მუზარადის დეფიციტს არ განიცდიდა. იგი აბსოლუტურად შიშველი მგზავრობდა!!


როგორც თავად პოლიციელმა განაცხადა, ქალბატონის ჩაცმულობა მას ნაკლებად აღელვებდა და მოტოციკლეტი მხოლოდ იმიტომ გააჩერა, რომ დამცავი მუზარადის გარეშე მგზავრობა საგზაო წესების დარღვევაა.


ჯარიმის გამოწერის შემდეგ ინსპექტორმა წესების დამრღვევს მუზარადი გადასცა და ნუდისტმა ქალბატონმა თავის თანამგზავრთან ერთად დაუბრკოლებლად განაგრძო გზა.



შესაშური პედანტურობაა, ვერაფერს იტყვი

0
138
5-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
138
  
კომენტარები არ არის, დაწერეთ პირველი კომენტარი
0 1 0