x
image
Livingstone
დიდი ოჯახის ბედნიერი მამა
ცოლებთან ერთადრამდენი ცოლი შეიძლება ჰყავდეს მამაკაცს? მსოფლიო რელიგიების უმეტესობა 1 ცოლის ყოლის უფლებას იძლევა. მართლმორწმუნე მუსულმანს 4 მეუღლის მოყვანა შეუძლია. მაგრამ არის ხალხი, რომლებსაც ამგვარი შეზღუდვები მიუღებლად მიაჩნიათ.


ინდოეთის შტატ მიზორამის მცხოვრებ ციონ ხანას 39 ცოლი, 94 შვილი და 33 შვილიშვილი ჰყავს. ისინი ერთად ცხოვრობენ 100-ოთახიან ოთხსართულიან სახლში. ბატონი ხანა რელიგიურ სექტას ხელმძღვანელობს, რომლის წევრებსაც იმდენი ცოლის ყოლა შეუძლიათ, რამდენსაც მოისურვებენ.


ოჯახში თითქმის გასამხედროებული წესრიგი მოქმედებს. ცოლების ნაწილიოთახების დალაგებითაა დაკავებული, ნაწილი რეცხვით, ნაწილი - საჭმლის მომზადებით. სიტყვამ მოიტანა და უბრალო "ოჯახური" ვახშამი აქ საკმაოდ სერიოზულ მომზადებას საჭიროებს: იხარჯება 120 კგ ბრინჯი, 30 ქათამი, 132 კგ კარტოფილი და "მცირეოდენი" სხვა ბოსტნეული. ეს როცა მხოლოდ თვითონ არიან და თუ კიდევ ერთი ოჯახი ესტუმრათ?


როგორც ჩანს, სექტის საქმეები კარგად მიდის. მხოლოდ ბოლო წლის განმავლობაში ბატონმა ხანამ 10 ახალი ცოლი მოიყვანა. "ჩემი ოჯახი გაიზრდება მანამ, სანამ ჩემში არის სასიცოცხლო ძალები" - ირწმუნება ოჯახის მამა-მარჩენალი. უფროსი შვილები ამბობენ, რომ ამ გზით მათი მამა ზრუნავს ახლომახლო მცხოვრებ ყველაზე ღარიბ ქალებზე, რომლებსაც სრულ სიღატაკეში მოუწევდათ ცხოვრება.



ყველაზე ახალგაზრდა ცოლები ქმრის საძინებელთან ახლოს ცხოვრობენ და რიგრიგობით სტუმრობენ მას. ასაკოვანი ცოლები კი გიგანტურ საერთო საცხოვრებელში არიან გადანაწილებულნი.


ბატონი ხანას 100-ოთახიანი ოჯახური სახლი










ბატონი ხანას 100-ოთახიანი საოჯახო სახლი.


რამოდენიმე ბედნიერი ცოლი საკვების მცირეოდენ მარაგთან ერთად

რამოდენიმე ბედნიერი ცოლი საკვების მცირეოდენ მარაგთან ერთად.


ოჯახი სრული შემადგენლობით

ოჯახი სრული შემადგენლობით.


საძინებლებში ცოტა სივიწროვეა

საძინებლებში ცოტა სივიწროვეა, მაგრამ ამხელა ოჯახის კვალობაზე მაინც არა უშავს


ერთი რამაა საინტერესო - რამდენი ცოლი და ბავშვი მიემატა ამ ოჯახს, სანამ მასალა პრესისათვის მზადდებოდა?

2
416
6-ს მოსწონს
3-ს არა
ავტორი:Livingstone
Livingstone
416
  
2013, 3 თებერვალი, 12:38
ბედნიერი კიარა უბედურია როგორ უძლევს ამდენ ცოლს:):)
2013, 3 თებერვალი, 12:34
ერთი კორპუსი თვითონ ყოფილან :D
0 1 2