x
image
Livingstone
გოგონა ფენომენი ორი ხელით წერს განსხვავებულ ტექსტებს სხვადასხვა ენაზე

ორი ხელით წერსამის დაჯერება მართლაც ძნელია, რომ არა ვიდეო მტკიცებულება - მაშინ, როდესაც ზოგმა წერა საერთოდ არ იცის, ზოგი კი უკვე გადაეჩვია კომპიუტერის წყალობით, ახალგაზრდა თარჯიმანი ჩინეთის პროვინცია ჰებეიდან (Hebei), ჩენ სი იუანი (Chen Siyuan) ორივე ხელით ერთდროულად წერას ახერხებს. კიდევ უფრო შთამბეჭდავია ის ფაქტი, რომ მას შეუძლია ერთდროულად წეროს სხვადასხვა ენებზე ან ერთი ხელით წეროს ჰორიზონტალურად, ხოლო მეორეთი - ვერტიკალურად.


ინგლისური ენის ახალგაზრდა სპეციალისტი მაყურებლების წინაშე უპრობლემოდ ახდენს საკუთარი უნარის დემონსტრირებას. ამის მნახველებს ხშირად უჩნდებათ შეგრძნება, რომ ანალოგიური შედეგის მიღწევა შესაძლებელია ხანგრძლივი ვარჯიშით. თუმცა გოგონას თქმით, მან სრულიად შემთხვევით, უფროს კლასებში სწავლისას აღმოაჩინა, რომ გაცილებით სწრაფად შეეძლო დავალების შესრულება, თუ ორივე ხელით დაწერდა. "ჩემი კლასელები ცდილობდნენ ჩემთვის მოებაძათ, მაგრამ არაფერი გამოსდიოდათ" - ამბობს ჩენი "People’s Daily Online"-სათვის მიცემულ ინტერვიუში.


მსგავსი მცდელობები დღესაც გრძელდება - მას შემდეგ რაც ფაქტის რეალობაში რწმუნდებიან, ბევრი ცდილობს იგივე გააკეთოს, თუმცა იმედგაცრუებულები რჩებიან. საინტერესოა თავად როგორ ხსნის ამ უნარს? "თუ თქვენ დაწერთ ერთ ჩინურ სიმბოლოს, ეს თქვენი მეხსიერების დამსახურებაა, მაგრამ თუ თქვენ დაწერთ მთელ სტატიას, ან სხვადასხვა სტატიებს, ერთდროულად ჩინურ და ინგლისურ ენებზე, მაშინ მე ვფიქრობ ეს ორმხრივი აზროვნების მაჩვენებელია" - აცხადებს გოგონა BBC-ს მიერ მომზადებულ სიუჟეტში.


4
402
4-ს მოსწონს
ავტორი:Livingstone
Livingstone
402
  
2013, 5 მარტი, 18:41
შენი გადასაწყვეტია :).
2013, 5 მარტი, 18:40
არ მიყვარს თვითპრეზენტაცია.... )
2013, 4 მარტი, 17:18
დავაფიქსიროთ მერე ეგ ამბავი. აგერ ჩინელებმა ქვეყანას მოსდეს ჩვენ რითი ვართ ნაკლები?
2013, 1 მარტი, 15:28
ასე მეც ვწერ და ვხატავ ორივე ხელით ერთდროულად.... საკმაოდ მოსახერხებელია გამოყენების ვარიანტში 3:)
0 1 4