x
image
ნოდარ ჯოჯუა
ხაჩიძე: ირაკლი ღარიბაშვილის სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი საჯაროდ დაიდოს

საპარლამენტო უმცირესობის წევრი გოგა ხაჩიძე "facebook"-ის საკუთარ გვერდზე წერს, რომ ირაკლი ღარიბაშვილის სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი საჯაროდ გამოქვეყნდეს.

image

„ვინმემ არ იფიქროს, ასეთი ახირება მაქვს. თუ იფიქრებს და არც ეგაა დიდი პრობლემა.

აბა მიპასუხეთ, ისე – ინფორმაციის დონეზე, რა ვიცით ჩვენ ღარიბაშვილის განათლების შესახებ?

ვიცით და ამის შესახებ ხშირად გაგვიმეორეს, რომ ღარიბაშვილმა დაამთავრა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი და სორბონის უნივერსიტეტი.

ამას ამბობენ ტელევიზიები, საინფორმაციო საშუალებები, პოლიტიკოსები.

კიდევ ერთხელ, მარტივად რომ ვთქვათ: ჩვენ ვიცით, რომ ღარიბაშვილს {სორბონა} აქვს დამთავრებული.

ხომ ეს ვიცით?

-დიახ!

ხომ ნამდვილად ასე ვიცით?

- დიახ, ნამდვილად ასე ვიცით!

ვინაიდან პირადად მე, საფრანგეთში მიღებულ განათლებაზე და იქ აღებულ
დიპლომებზე (ქ-ნი წულუკიანის შემთხვევიდან გამომდინარე) “კარგი
გამოცდილება” მაქვს, ნება მიბოძეთ ამ შემთხვევაშიც ვიკითხო:

ნამდვილად დაამთავრა ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტი?!

ი ქ ნ ე ბ უბრალოდ ენის კურსი გაიარა?…

ი ქ ნ ე ბ სწავლობდა და არ, ან ვერ დაამთავრა?…

რაღაც უცნაური ეჭვი მაქვს, რომ ამ ორი “იქნებ”-იდან შეიძლება რომელიმე სიმართლე აღმოჩნდეს (?!)

და რა?! ამის შემდეგ ჩვენ ვიტყვით, რომ ეს სიახლე არაა?!

რომ ეს ამბავი, ასე ვიცოდით და არა კონკრეტულად ისე, რომ ირაკლი ღარიბაშვილმა სორბონის უნივერსიტეტი დაამთავრა?!

- არა, ასე ვერ ვიტყვით, მაშინ უბრალოდ თავს მოვიტყუებთ.

ყოველივე აქედან გამომდინარე, ბუნებრივად მიჩნდება მოთხოვნა, თხოვნა (რომელიც გნებავთ)

სორბონის უნივერსიტეტის დიპლომი დაიდოს!

დაიდება – ყველაფერი გასაგები იქნება.

არ დაიდება და არც მაგის გაგება გაგვიჭირდება, რა მოხდა მერე, "-წერს გოგა ხაჩიძე.

3
547
3-ს მოსწონს
ავტორი:ნოდარ ჯოჯუა
ნოდარ ჯოჯუა
547
  
2013, 14 ნოემბერი, 16:22
მართალს ამბობს ხო იცი შენ :D
2013, 7 ნოემბერი, 23:20
ლაპარაკი არ ეშლება ამ კაცს:)
მართალს ამბობს თუ ტყუილს სულ ისე ამბობს რომ ღიმილით უნდა მოუსმინო და ჩაიკიხთო
2013, 7 ნოემბერი, 17:50
შენ ხომ რას ამბობ ლონდონში გაქვს დამთავრებული რა!
0 1 3