სიახლეები რა ვიღონოთ როცა ბავშვი ცუდად იქცევა. კრიტიკა ქმედითი და კრიტიკა დამანგრეველი. 2013, 5 ნოემბერი, 13:49 ბევრ ოჯახში მშობლებისა და შვილების ჩხუბი წინასწარ ცნობილი თანამიმდევრობით ვითარდება. აი, ბავშვმა რაღაც უმართებლოდ ჰქნა ან თქვა, - ჰოდა დედ მამაც უეჭველად მიახლის საწყენ სიტყვებს.რასაკვირველია, ბავშვი ამ სიტყვებს კიდევ უფრო მკვახედ გაეპასუხება.მშობლები აყვირდებიან, - გაწკეპლას აღარაფერი აკლია.ქმედითი კრიტიკა იმის მითითებით შემოიფარგლება, თუ როგორ გაკეთდეს ის, რაც გასაკეთებელია, ამასთან მთლიანად გვერდს უვლის ბავშვის პიროვნების უარყოფით შეფასებებს. ათი წლის ალექსანდრეს საუზმისას უნებლიედ ჭიქა რძე დაეღვარა. დ ე დ ა – უკვე პატარა არ ხარ, არადა ხელში ჭიქა ვერ დაგიჭერია! რამდენჯერ უნდა გითხრა, ფრთხილად იყავი მეთქი! მ ა მ ა – ეგ მუდამ უშნო იყო და მუდამ ეგეთი დარჩება. მართალია ბიჭუნას რძე დაეღვარა, მაგრამ გესლიანი დაცინვა აქ მეტისმეტად უადგილოა: ეს შეიძლება მშობლებს ბევრად უფრო ძვირად-შვილის ნდობის დაკვარგვა დაუჯდეთ. თუ ბავშვმა რამე დააშავა, იმის დრო არ არის, ავდგეთ და მკაცრად მივახალოთ, რა აზიც გვაქ მასზე.ამ დროს მხოლოდ მისი საქციელი უნდა განვსაჯოთ, მაგრამ არამც და არამც თვითონ ბავშვი. რვა წლის ანა მარიას უნებლიედ მაგიდაზე რძე დაერვარა, დედამ მშვიდად უთხრა:"რძე დაგექცა.აგერ, მეორე ჭიქა რძე და აგერ ტილოც".ადგა, შვილს რძიანი ჭიქა დაუდგა და ტილოც მოაწოდა.ანა მარიამ გაოცებით შეხედა დედას, მერე შვებით ამოისუნთქა და წაიბუტბუტა: "გმადლობ დედი".მისი დახმარებით გაწმინდა მაგიდა.დედას არ დაუწყია შვილის ტუქსვა.შემდეგ მოჰყვა, თურმე ენის წვერზე მოადგა: "სხვა დროს უფრო ფრთხილად იყავი შვილო!" მაგრამ შვილის მადლიერება რომ დაინახა, თავი შეიკავა და არაფერი უთხრა.ასე რომ არ მოქცეულიყო, დედასაც და შვილსაც გუნება წაუხდებოდათ და კარგა დიდი ხნითაც.
105 9-ს მოსწონს
|