x
image
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
მოსკოვში შეიძლება შედგეს კრივის ორი ლეგენდარული წარმომადგენლის შეხვედრა რინგზე.

უახლოეს მომავალში შესაძლოა მოსკოვში შედგეს კრივის ორი ლეგენდარული წარმომადგენლის შერკინება მძიმე წონაში, საუბარია ევანდერ ჰოლიფილდზე და მაიკ ტაისონზე.
შეთავაზება ბრძოლის ორგანიზებაზე მიიღო "საპრომოუტერო" კომპანია "Мир бокса" დამაარსებელმა ანდრეი რიაბინსკიმ.
ცოტა ხნის წინ ჰოლიფილდი და ტაისონი სტუმრობდნენ ცნობილ ჟურნალისტს ლარი კინგს. სადაც ცნობილმა მოკრივეებმა გამოთქვეს აზრი, რომ ორივე მოკრივეს გაუჩნდა სურვილი მესამედ შეხვედროდნენ ერთმანეთს რინგზე.
როგორც რუსეთის კრივის სამყაროში ცნობილი მენეჯერი ვლადიმირ ხრუნიოვი აცხადებს, მას დაუკავშირდა ევანდერ ჰოლიფილდის წარმომადგენელი -ჯეისონ ფალოვიჩი და მან სთხოვა, ანდრეი რიაბინსკისთან მოეწყო მისთვის შეხვედრა.
ხრუნიოვის განცხადებით 13 ნოემბერს ევანდერ ჰოლიფილდი ჩამოვა მოსკოვში და კრივში მასტერკლასს ჩაატარებს კრივის სკოლებში.
ტაისონი და ჰოლიფილდი რინგზე სულ ორჯერ შეხვდნენ. 1996 წელს ჰოლიფილდმა ტაისონი მეთერთმეტე რაუნდში ტექნიკური ნოკაუტით დაამარცხა, მეორე შეხვედრისას 1997 წელს ტაისონი დისკვალიციფირებულ იქნა, რადგან ჰოლიფილდს "კლინჩის" დროს ყურის ნაწილი მოაკვნიტა.
image

4
54
15-ს მოსწონს
ავტორი:კანონგარეშე
კანონგარეშე
Mediator image
Mediator image
54
  
2013, 3 ნოემბერი, 20:23
უკვე კი, სხვა ასაკში არიან. :)
2013, 3 ნოემბერი, 20:20
დაეჯერებათ ვითომ?
2013, 3 ნოემბერი, 20:18
შერიგდნენ და აწი არ ვიზამო! :D
2013, 3 ნოემბერი, 20:16
სანამ ბოლომდე არ მოაჭამს მაგ ყურს, მანამ ვერ მოისვენებს:)
0 1 4