x
image
მანჩო 777
დონალდ ტრამპმა 10 000 დოლარი აჩუქა მძღოლს, რომელმაც თვითმკვლელობას ხელი შეუშალა(+ვიდეო)
image
ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა 10 000 დოლარი აჩუქა ავტობუსის მძღოლს, რომელმაც თვითმკვლელობისაგან გადაარჩინა ახალგაზრდა ქალი.

ინციდენტი მოხდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხიდზე. მძღოლმა დარნელ ბარტონმა დაინახა ხიდის მოაჯირზე ქალი, რომელიც გადაძვრა წინაღობაზე და ძირს გადახტომას აპირებდა. ხიდის ქვეშ გზატკეცილი გადიოდა.

ბარტონი გაჩერდა, გადმოვიდა ავტობუსიდან, მივიდა ქალთან და მას მშვიდად დაუწყო საუბარი, არწმუნებდა რა, რომ ხიდის ნაპირს მოშორებოდა. შემდეგ მძღოლი დაეხმარა ქალს, გადმომძვრალიყო უკან ხიდის წინაღობაზე და დასამშვიდებლად დიდხანს ესაუბრებოდა.

"მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია კეთილი გულით, -განაცხადა ტრამპმა.-ასეთი ადამიანები ჯილდოს იმსახურებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, მე ამაყი ვარ, რომ მას ვაჯილდოებ. მან შესანიშნავად განმუხტა სიტუაცია."


ბარტონის საქციელი გადაღებული იქნა ვიდეოკამერით თვითმხილველების მიერ და დაიდო Youtube-ზე, სადაც დიდი პოპულარობა მოიპოვა.



3
89
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
89
  
2013, 2 ნოემბერი, 22:29
ამინ
2013, 2 ნოემბერი, 22:28
ღ,მერთმა ნუ გამოლიოს:)
2013, 2 ნოემბერი, 22:27
კეთილი გულის ადამინები ჯერ კიდევ არსებობს
0 1 3