საზოგადოება დონალდ ტრამპმა 10 000 დოლარი აჩუქა მძღოლს, რომელმაც თვითმკვლელობას ხელი შეუშალა(+ვიდეო) 2013, 2 ნოემბერი, 22:24 ამერიკელმა მილიარდელმა დონალდ ტრამპმა 10 000 დოლარი აჩუქა ავტობუსის მძღოლს, რომელმაც თვითმკვლელობისაგან გადაარჩინა ახალგაზრდა ქალი. ინციდენტი მოხდა ნიუ-იორკის ერთ-ერთ ხიდზე. მძღოლმა დარნელ ბარტონმა დაინახა ხიდის მოაჯირზე ქალი, რომელიც გადაძვრა წინაღობაზე და ძირს გადახტომას აპირებდა. ხიდის ქვეშ გზატკეცილი გადიოდა. ბარტონი გაჩერდა, გადმოვიდა ავტობუსიდან, მივიდა ქალთან და მას მშვიდად დაუწყო საუბარი, არწმუნებდა რა, რომ ხიდის ნაპირს მოშორებოდა. შემდეგ მძღოლი დაეხმარა ქალს, გადმომძვრალიყო უკან ხიდის წინაღობაზე და დასამშვიდებლად დიდხანს ესაუბრებოდა. "მე ვფიქრობ, რომ ის ძალიან კარგი ბიჭია კეთილი გულით, -განაცხადა ტრამპმა.-ასეთი ადამიანები ჯილდოს იმსახურებენ. სიმართლე რომ ვთქვათ, მე ამაყი ვარ, რომ მას ვაჯილდოებ. მან შესანიშნავად განმუხტა სიტუაცია." ბარტონის საქციელი გადაღებული იქნა ვიდეოკამერით თვითმხილველების მიერ და დაიდო Youtube-ზე, სადაც დიდი პოპულარობა მოიპოვა. 89 11-ს მოსწონს
|