ლალი ცინცაძე- ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც ნინოსთან ერთად გავიდნენ თბილისიდან მიკროავტობუსით
17 ოქტომბერს დაკარგული ნინო გვასალია ჯერ კიდევ არ გამოჩენილა, გამოძიებასაც არანაირი კვალი არ აქვს. ნინოს დედა ლალი ცინცაძე საზოგადოებას თხოვნით მიმართავს - “მეგობრებო, გთხოვთ ყველას, განსაკუთრებით ჟურნალისტებს (ტვ, რადიო, პრესა), გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია, რომ ვეძებთ ადამიანებს, რომლებიც, 17 ოქტომბერს, ნინოსთან ერთად გავიდნენ თბილისიდან მიკროავტობუსით, შეიძლება მის გვერდითაც კი იჯდა რომელიმე. იქნებ გაიხსენონ, სად ჩამოვიდა ნინო....
სავარაუდოდ, ნინომ თბილისი დატოვა 17-ში, დღის 1-3 საათამდე შუალედში. გთხოვთ გაავრცელოთ ინფორმაცია ყველა შესაძლო საშუალებით, რადგან გამორიცხულია, ნინოსთან ერთად ვინმე არ ყოფილიყო იმ ტრანსპორტში.... გამოძიებას, ისევ არაფერი აქვს, ისევ არანაირი მიმართულება, არანაირი კვალი...გემუდარებით, ვისაც ნათესავები გყავთ სოფლებში, სადაც ინტერენეტს არ უზის უმრავლესობა, შეეხმიანეთ, დაურეკეთ და მიაწოდეთ ინფორმაცია - სთხოვეთ ყურადღება მიაქციონ ტყეებს, შეშისთვის, ან სხვა საჭიროებისთვის ტყეებში წასულებმა, იქნებ გადააწყდნენ კვალს."