გთავაზობთ ძველი კეთილი ტრადიციის თანახმად ისეც ჩავეშვათ სსრკ-ის დროინდელ ეპოქაში და გავიხსენოთ ნივთები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ბევრი ამ ნივთებიდან ნამდვილი დეფიციტი იყო და საათობით უნდა მდგარიყავი რიგში მათ შესაძენად ან, რაც უფრო ხშირად ხდებოდა, დახლქვეშიდან ჩუმად, ნაცნობობით და ზედმეტი ფასის გადახდით მოგვეპოვებინა.
1. Montana-ს საათი. ეს იყო საკმაოდ მოდური საათი, რამოდენიმე მელოდიით და განათებით. ეს საათი ბევრი იმდროინდელი ბიჭის ოცნება იყო.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923502337332.jpg)
2.ელექტრომოწყობილობა ამოსაწვავად УЗОР-1. ეს მოწყობილობა შეიძლება გენახათ მაშინდელ შრომის გაკვეთილებზე. ხეზე ამოწვის დროს სასიამოვნო სუნი დგებოდა.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923503837332.jpg)
3. ხორცსაკეპი მანქანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი ხორცსაკეპი მანქანებისა, რომლებიც იწარმოებოდა სსრკ-ში.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923505537332.jpg)
4.კონიაკის ნაკრები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში იყო. ისე ერთი შეხედვით წყლის დასალევად განკუთვნილ ჭურჭელს უფრო გავდა. საინტერესოა, ვინმეს დაგილევიათ აქედან კონიაკი?
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923512637332.jpg)
5.თეატრალური ბინოკლი.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923515337332.jpg)
6.საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი "Электроника". ის ძალიან ძვირი, თითქმის მანქანის ფასი ღირდა.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923520837332.jpg)
7. სათამაშო ბზრიალა. ალბათ პირველი სათამაშოა, რაც ბავშვობიდან გვახსენდება.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923522437332.jpg)
8.მაგნიტოფონი Электроника... მახსოვს, როცა ჩემს უფროს ძმას უყიდეს, ლამის ლოგინშიც კი არ იშორებდა.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923534337332.jpg)
9.პულვერიზატორი, რომელსაც ნახავდით თითქმის ყველა სახლში და საპარიკმახეროში.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923540637332.jpg)
10.კომპასი.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923542737332.jpg)
11.ყავა, რომელსაც საოცარი სურნელი და გემო ჰქონდა.
![ნივთები სსრკ-დან image](http://server4.intermedia.ge/article_images/small/201310/2013102923544637332.jpg)
საერთოდ ასეთ რამეებს ადრე უფრო დეკორატიული მნიშვნელობა ქონდა და სტენკაში იდგა,იშვიათად განსაკუთრებულ სტუმარს გამოუტანდნენ:)))))))))))