x
image
მანჩო 777
ნივთები სსრკ-დან
გთავაზობთ ძველი კეთილი ტრადიციის თანახმად ისეც ჩავეშვათ სსრკ-ის დროინდელ ეპოქაში და გავიხსენოთ ნივთები, რომლებიც ჩვენი ცხოვრების განუყოფელი ნაწილი იყო. ბევრი ამ ნივთებიდან ნამდვილი დეფიციტი იყო და საათობით უნდა მდგარიყავი რიგში მათ შესაძენად ან, რაც უფრო ხშირად ხდებოდა, დახლქვეშიდან ჩუმად, ნაცნობობით და ზედმეტი ფასის გადახდით მოგვეპოვებინა.

1. Montana-ს საათი. ეს იყო საკმაოდ მოდური საათი, რამოდენიმე მელოდიით და განათებით. ეს საათი ბევრი იმდროინდელი ბიჭის ოცნება იყო.

image

2.ელექტრომოწყობილობა ამოსაწვავად УЗОР-1. ეს მოწყობილობა შეიძლება გენახათ მაშინდელ შრომის გაკვეთილებზე. ხეზე ამოწვის დროს სასიამოვნო სუნი დგებოდა.


image

3. ხორცსაკეპი მანქანა. ეს იყო ერთ-ერთი პირველი მოდელი ხორცსაკეპი მანქანებისა, რომლებიც იწარმოებოდა სსრკ-ში.

image

4.კონიაკის ნაკრები, რომელიც თითქმის ყველა ოჯახში იყო. ისე ერთი შეხედვით წყლის დასალევად განკუთვნილ ჭურჭელს უფრო გავდა. საინტერესოა, ვინმეს დაგილევიათ აქედან კონიაკი?

image

5.თეატრალური ბინოკლი.

image

6.საბჭოთა ვიდეომაგნიტოფონი "Электроника". ის ძალიან ძვირი, თითქმის მანქანის ფასი ღირდა.

image

7. სათამაშო ბზრიალა. ალბათ პირველი სათამაშოა, რაც ბავშვობიდან გვახსენდება.

image

8.მაგნიტოფონი Электроника... მახსოვს, როცა ჩემს უფროს ძმას უყიდეს, ლამის ლოგინშიც კი არ იშორებდა.

image

9.პულვერიზატორი, რომელსაც ნახავდით თითქმის ყველა სახლში და საპარიკმახეროში.

image

10.კომპასი.

image

11.ყავა, რომელსაც საოცარი სურნელი და გემო ჰქონდა.

image

17
1163
23-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
1163
  
2015, 13 მარტი, 18:13
ხორცსაკეპი ბევრგანაა შემორჩენილი, სოფლადაც და ქალაქშიც :)
2015, 13 მარტი, 17:27
ეს ხორცსაკები, კონიაკის ჭიქები და ბზრიალა მგონი ახლაც მაქვს სოფელში :)))
2013, 30 ოქტომბერი, 22:06
მეც ველოდები:)
2013, 30 ოქტომბერი, 22:03
გაგრძელება იმედია მალე იქნება...
2013, 30 ოქტომბერი, 20:03
სიამოვნებით წავიკითხავდი გაგრძელებას:)
2013, 30 ოქტომბერი, 19:55
გავაგრძელებდი ამ სტატიას. რომარ მეზარებოდეს :))
2013, 30 ოქტომბერი, 19:49
კარგი თუ ცუდი დრო იყო, ეგეც განსჯის საგანია...ფული იყო ხალხში, მაგრამ ყველაფერი დეფიციტი და ძნელად საშოვნელი იყო. ახლა მგონი პირიქითაა ყველაფერი.
2013, 30 ოქტომბერი, 19:24
ყველაფერი კარგად მახსოვს, მაგრამ გამოვყოფდი მონტანას საათს, რომელიც ჩემმა ძმამ ლიტვიდან ჩამოიტანა და კმაყოფილებას ვერ მალავდა.
2013, 30 ოქტომბერი, 18:19
ეს ხორსსაკეპი დედაჩემს ახლაც აქვს და სოფელში რომ ჩავდივარ, მაგით ვსარგებლობ ხოლმე. ყავა ასეთ შეფუთვაში ბუნდოვნად მახსოვს., მაგრამ ერთი კი ზუსტად ვიცი, პირველად რომ უნალექო ყავა გავსინჯე, საოცარი გემო და არომატი ჰქონდა. ახლა აღარ ვიცი, რომელი დავლიო... რაც არ უნდა ძვირფასი ვიყიდო, ასე მგონია, რაღაც მაინც არაა ისეთი, რაც მე მინდა:)
2013, 30 ოქტომბერი, 12:57
კონიაკის სერვიზი ჩვენც გვქონდა:)
საერთოდ ასეთ რამეებს ადრე უფრო დეკორატიული მნიშვნელობა ქონდა და სტენკაში იდგა,იშვიათად განსაკუთრებულ სტუმარს გამოუტანდნენ:)))))))))))
წინა კომენტარების ნახვა
0 0 10