ფოტოგრაფია ნიუ-იორკელი ფოტოგრაფის სარკეში არეკლილი სურათები 2013, 28 ოქტომბერი, 23:03
სურათები ულამაზესია და ორაზროვანი, მოითხოვს გამჭრიახ გონებას და ხშირად გადატანითი მნიშვნელობა აქვს. სარკე ხომ ოდითგანვე ჯადოსნურ და იდუმალ ნივთად ითვლებოდა, მას მიეწერებოდა ბევრი ბოროტი და კეთილი თვისება. სარკეს დიდი შესაძლებლობები აქვს, მან შეიძლება აირეკლოს ცა, ღრუბლები, მზე, ვარსკვლავები, ადამიანები... ასევე დასამახსოვრებელი მომენტები, მოვლენები, ადამიანის ხასიათები თუ ნიღბები. თუ როგორ აირეკლავს სარკე, ეს დამოკიდებულია არეკვლის კუთხეზე, სხვადასხვა კუთხით ერთი და იგივე საგანი შეიძლება სულ სხვადასხვაგვარი გამოჩნდეს. ამაში კიდევ ერთხელ დაგვარწმუნებს დანიელ კუკლას ფოტოსურათების ხილვა. გადავავლოთ თვალი ამ უცნაურ სურათებს და ცოტა ხნით მოვწყდეთ რეალურ სამყაროს. 33 14-ს მოსწონს
|