შოუბიზნესი რიანას სკანდალური ფოტოსესია. 2013, 28 ოქტომბერი, 10:34 მომღერალ რიანას ირგვლივ არასასიამოვნო ინციდენტი მოხდა.ის კონცერტის ჩასატარებლად იმყოფებოდა ქალაქ აბუ დაბიში.სადაც მოინახულა შეიხ ზაიედის დიდი მეჩეთი, რომელიც სიდიდით მეექვსეა მსოფლიოში და მუსლიმანები მას, როგორც ერთ-ერთ დიდ სასწაულს ისე მოიხსენიებენ. ადმინისტრაციის წევრები აღაშფოთა მომღერლის საქციელმა. რიანას ეცვა კომბინიზონი, რომელიც თითქოსდა ძალიან წააგავდა მუსლიმი ქალების მოკრძალებულ ტანსაცმელს, მაგრამ ადმინისტრაციის თანამშრომლების თქმით, ის უფრო ხაზს უსვამდა მისი სხეულის ფორმებს ვიდრე მალავდა.მომღერალმა მეჩეთის ტერიტორიაზე მოაწყო ნამდვილი ფოტოსესია, რამაც აღაშფოთა ადმინისტრაციის წარმომადგნლები. მათი აზრით, რიჰანა იქცეოდა ადგილის შეუსაბამოდ და უპატივცემულოდ.მას არ უთხოვია ნებართვა ფოტოსესიისათვის სწორედ ამიტომ, ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა მომღერალი გააძევეს მეჩეთის ტერიტორიიდან.რიჰანამ კი თითქოსდა არაფერი მომხდარაო ისე გამოაქვეყნა იქ გადაღებული სურათები. 213 13-ს მოსწონს 1-ს არა
|