ფოტოგრაფია ცნობილი ფოტოგრაფები გვიამბობენ, როგორ გადაიღეს თავიანთი საუკეთესო კადრი 2013, 27 ოქტომბერი, 23:27 ყველა ჩვენგანს გააჩნია საყვარელი ფოტოსურათები. არა აქვს მნიშვნელობა, რაა მათზე გამოსახული: გულით საყვარელი ადამიანი თუ ლამაზი პეიზაჟი, მოგზაურობისას მიღებული შთაბეჭდილება თუ საყვარელი ოთხფეხა მეგობარი. საყვარელი ფოტოგრაფია აქვთ ფოტოგრაფებსაც, როგორც პროფესიონალებს, ასევე მოყვარულებს. როგორც იტყვიან, ფოტოსურათს შეუძლია ათიათასი სიტყვის მაგივრობა გასწიოს. მაშ ასე, გთავაზობთ ფოტოგრაფების საყვარელ კადრებს მათივე აღწერით. 1.რომული რეიონი:" მე ვიყავი სამოგზაუროდ ნამიბიაში საზღვაო კრუიზით, ვაკვირდებოდი დელფინებს, სელაპებს, სხვა თევზებს. არც კი ვფიქრობდი მათ ფოტოგრაფირებას. უცებ კაპიტანმა თევზის ნაჭერი გადააგდო ნავიდან და მე შევძელი ამ პელიკანის გადაღება იმ მომენტში, როცა ის თევზის დაჭერას ცდილობდა". 2.საუმარიკ დანგვარი:''მე გადავიღე ეს სურათი დეხრადუნში, ჩემი სახლის ტერასაზე ყოფნის დროს". 3.აკიფ ტანზიმი:"მე რამოდენიმე საათი გავატარე ელვის დევნაში და ბოლოს შევძელი გადამეღო ეს გასაოცარი კადრი". 4. ლუის პირესი:"მე ვიმყოფებოდი მიუნხენში 2 წლის წინ, ჩემთან სტუმრად ჩამოვიდნენ დედა და და. მიუხედავად ცივი ამინდისა და თოვლისა, გადავწყვიტეთ ნოიშვანშტაინის ციხე-სიმაგრის მონახულება. როცა მას მივაღწიეთ, უეცრად მზე გამოვიდა და ჩვენ შესანიშნავი ზამთრის პეიზაჟის მხილველი გავხდით." 5.ლოლა აკერსტრემი:"მე ვმოგზაურობდი კამბოჯაში ფოტოჟურნალისტის რანგში. ერთ დღესაც გადავწყვიტეთ პნომპენის ეროვნული პარკის და იქ მცხოვრები მაიმუნების მონახულება. ჯგუფის ერთ-ერთმა მამაკაცმა მაიმუნს ფანტის ქილა გაუწოდა და მან ისე ხარბად დაიწყო დალევა, გეგონებოდათ, მთელი თვე წყალი არ დაულევიაო." 6. ალექს ბირკალი:"ეს ერთ-ერთი ჩემი უსაყვარლესი ფოტოა. დიდი ხანი ვოცნებობდი ასეთი სურათის გადაღებაზე, თუმცა ვანკუვერის ღრუბლიანი და ნისლიანი ცა ამის საშუალებას არ მაძლევდა. მოთმინების და ბევრი მცდელობის მერე მივაღწიე ხედი ისეთი გამოსულიყო, როგორზეც ვოცნებობდი." 7.მაიკლ ვოლოზინოვიჩი:" ეს ფოტო გადავიღე სამხრეთ კაროლინაში, ბეი როუდის ბოტანიკურ ბაღში." 8.ვასუ აგარვალი:" მე არაერთი საათი დავხარჯე, რომ ეს სურათი იდეალური გამომსვლოდა. ჩემი კოლეგა დამთანხმდა გაეხადა პერანგი თებერვლის სუსხიან ღამეს. ამ სურათის გადაღებისათვის 4 ადამიანი იყო საჭირო: ორი მათგანი გაუნძრევლად იდგა, ორნი კი სწრაფად დარბოდნენ ფანრებით და ცეცხმოკიდებული გაზეთით ხელში." 9.ემირიკ სოლგეიმი:" ეს სურათი ჩემი საყვარელი ფოტოა და შედგება 3888 სურათისაგან, რომლებიც გადაღებულია ერთსა და იმავე ადგილას წელიწადის სხვადასხვა დროს. მე "შევკერე" ეს ფოტოგრაფია 1 პიქსელი სიდიდის სხვადასხვა დროს გადაღებული სურათებიდან. ფოტოზე გამოსახულია ოსლოს ხედი ჩემი ბინის ფანჯრებიდან." 10.დენიელ ნახაბადჯანი:"ეს ალბათ საუკეთესოა იმ სურათებიდან, რაც მე შევქმენი. სურათი გადაღებულია ტაილანდში ლოი კრატხონგის ფესტივალის დროს". 127 14-ს მოსწონს
|