x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც მებაჟეებმა ამოიღეს კონფისკაციის წესით (ნაწილი 2)
ვაგრძელებთ იმ საინტერესო და გასაოცარი ნივთების სიას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მებაჟეებმა მგზავრებსა თუ ტურისტებს შემოწმების დროს უპოვეს.

8. ნამდვილად იწვევს გაოცებას იმ კონტრაბანდისტის საქციელი, რომელიც ცდილობდა ბანგკოკიდან იოჰანესბურგში თვითმფრინავით ჩუმად გადაეყვანა 70 ცხოველი, მათ შორის ნიანგი.

image


9. მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგზავრის ტვირთში აღმოაჩინეს მაიმუნის ნახევრად გახრწნილი თავი, რომელსაც საშინელი სუნით მიაგნეს. საბედნიეროდ, ამ საინტერესო ეგზემპლარის ფოტოსურათი არ მოიძებნა.


image


10.რახან ცხოველების თავებზე დავიწყეთ საუბარი, ერთი შემთხვევაც გავიხსენოთ:დენვერის აეროპორტის თანამშრომლებს ზიზღით სახეები მოექცათ, როცა ერთ-ერთი მგზავრის ტვირთში იპოვეს სელაპის მოჭრილი თავი. აღმოჩნდა, რომ სელაპის თავის პატრონი ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თავი მოაჭრა უკვე მკვდარ ცხოველს და მისი გამოყენება უნდოდა "საგანმანათლებლო მიზნებისათვის".

image


11.2010 წელს პარიზის აეროპორტში აღმოაჩინეს 350-ზე მეტი ფაბერჟეს კვერცხის ასლი. ისინი კონტრაბანდის სახით გატანილი იქნა რუსეთიდან.

image


12.საბერძნეთის პოლიციამ ორ ამერიკელ ტურისტს ბრალი დასდო მიცვალებულების წაბილწვაში, როცა მათ ხელბარგში იპოვეს 6 ადამიანის თავის ქალა. ტურისტებმა განაცხადეს, რომ თავის ქალები იყიდეს სუვერინების მაღაზიაში და არ ეგონათ, რომ ისინი ნამდვილი იყო.

image


13. აი ამ ტვირთის კონფისკაცია კი ვერ შეძლეს მებაჟეებმა. სურათზე, რომელიც მიღებული იყო სკანირებით, ჩანს ერთი 20 წლის ირლანდიელი მამაკაცის კუჭ- ნაწლავის ტრაქტში 72 პაკეტი კოკაინი. მისი წონა ერთ კილოგრამს აღწევდა.ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს ბრაზილიის აეროპორტში, როცა ის ცდილობდა ბრიუსელის თვითმფრინავში ასვლას.

image

4
134
11-ს მოსწონს
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
134
  
2013, 27 ოქტომბერი, 21:39
70-ვე ცხოველი ნიანგის ზომის არ იყო, მათში პატარა მწერებიც ერია და ბარგივით იყო შეფუთული. ყოველ შემთხვევაში, საიდანაც ვთარგმნე, იქ ასე იყო მითითებული.
2013, 27 ოქტომბერი, 21:37
კარგი იქნებოდა, მაგრამ არ ვიცოდი ეგ ისტორია:)
2013, 27 ოქტომბერი, 13:57
ძალიან მაინტერესებს 70 ცხოველის, და განსაკუთრებიტ ნიანგის "ჩუმად" და თან თვითმფრინავით გადაყვანას რანაირად აპირებდა:)))
2013, 27 ოქტომბერი, 2:40
კარგი იქნებოდა რომ დაგემატებინათ, რომ გასულ წელს კათოლიკმა მღვდელმა 18 პაკეტი ჰეროინი გადაყლაპა. რეისმა დაუგვიანა აეროპორტში ვეღარ გაუძლო და აღებინა.
0 1 4