საზოგადოება ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც მებაჟეებმა ამოიღეს კონფისკაციის წესით (ნაწილი 2) 2013, 26 ოქტომბერი, 23:25 ვაგრძელებთ იმ საინტერესო და გასაოცარი ნივთების სიას, რომლებიც სხვადასხვა ქვეყნის მებაჟეებმა მგზავრებსა თუ ტურისტებს შემოწმების დროს უპოვეს.
8. ნამდვილად იწვევს გაოცებას იმ კონტრაბანდისტის საქციელი, რომელიც ცდილობდა ბანგკოკიდან იოჰანესბურგში თვითმფრინავით ჩუმად გადაეყვანა 70 ცხოველი, მათ შორის ნიანგი.
9. მიუნხენის აეროპორტის თანამშრომლებმა ერთ-ერთი მგზავრის ტვირთში აღმოაჩინეს მაიმუნის ნახევრად გახრწნილი თავი, რომელსაც საშინელი სუნით მიაგნეს. საბედნიეროდ, ამ საინტერესო ეგზემპლარის ფოტოსურათი არ მოიძებნა. 10.რახან ცხოველების თავებზე დავიწყეთ საუბარი, ერთი შემთხვევაც გავიხსენოთ:დენვერის აეროპორტის თანამშრომლებს ზიზღით სახეები მოექცათ, როცა ერთ-ერთი მგზავრის ტვირთში იპოვეს სელაპის მოჭრილი თავი. აღმოჩნდა, რომ სელაპის თავის პატრონი ბიოლოგიის მასწავლებელი იყო, რომელმაც განაცხადა, რომ თავი მოაჭრა უკვე მკვდარ ცხოველს და მისი გამოყენება უნდოდა "საგანმანათლებლო მიზნებისათვის". 11.2010 წელს პარიზის აეროპორტში აღმოაჩინეს 350-ზე მეტი ფაბერჟეს კვერცხის ასლი. ისინი კონტრაბანდის სახით გატანილი იქნა რუსეთიდან. 12.საბერძნეთის პოლიციამ ორ ამერიკელ ტურისტს ბრალი დასდო მიცვალებულების წაბილწვაში, როცა მათ ხელბარგში იპოვეს 6 ადამიანის თავის ქალა. ტურისტებმა განაცხადეს, რომ თავის ქალები იყიდეს სუვერინების მაღაზიაში და არ ეგონათ, რომ ისინი ნამდვილი იყო. 13. აი ამ ტვირთის კონფისკაცია კი ვერ შეძლეს მებაჟეებმა. სურათზე, რომელიც მიღებული იყო სკანირებით, ჩანს ერთი 20 წლის ირლანდიელი მამაკაცის კუჭ- ნაწლავის ტრაქტში 72 პაკეტი კოკაინი. მისი წონა ერთ კილოგრამს აღწევდა.ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს ბრაზილიის აეროპორტში, როცა ის ცდილობდა ბრიუსელის თვითმფრინავში ასვლას. 134 11-ს მოსწონს
|