x
image
მანჩო 777
ყველაზე უცნაური ნივთები, რომლებიც მებაჟეებმა ამოიღეს კონფისკაციის წესით (ნაწილი 1)

თუ თქვენ ფიქრობთ, რომ საბაჟოზე მუშაობა მოსაწყენი და ერთფეროვანია, მაშინ ცდებით. ხანდახან კონტრაბანდისტები ისეთი უცნაური ნივთების გადატანას ცდილობენ, რომ თავად ცივსისხლიანი მებაჟეებიც კი განცვიფრებულები რჩებიან.


image

1. მაიამის საბაჟოს თანამშრომლები გაოცებულები დარჩნენ, როდესაც ერთ-ერთ მგზავრს უპოვეს ეს ეგვიპტური სარკოფაგი, რომელიც 3000 წლისაა. ამ საოცარი ტვირთის გატანას ესპანეთში ცდილობდნენ. როგორც აღმოჩნდა, სარკოფაგი მოპარული იქნა ეგვიპტეში ჯერ კიდევ 100 წლის წინათ.


image


2.მიუნხენის საბაჟოს თანამშრომლები შოკირებული დარჩნენ, როცა 2 იტალიელი ტურისტის ტვირთში იპოვეს ადამიანის თავის ქალა.ქალებმა განაცხადეს, რომ ეს იყო მათი ნათესავის თავის ქალა, რომელიც წამოიღეს ბრაზილიიდან, რათა მშობლიურ იტალიაში დაემარხათ. პოლიციელების შემოწმების შემდეგ ნათესავებს ნება დართეს თავის ქალა იტალაში წაეღოთ.


image

3.არალეგელური იარაღი-აკრძალული ნივთების სიაში, რა თქმა უნდა, ერთ-ერთ მნიშვნელოვან ადგილს იკავებს, მაგრამ ერთ ჩემოდანში აღმოჩენილი ამდენი ნიღაბი-ეს უკვე მეტისმეტია.ეს ნივთები ამოღებული იქნა ფრანგი ტურისტების ბარგიდან შვეიცარიელი მებაჟეების მიერ.

image


4.2009 წელს სიდნეის აეროპორტში დააკავეს 24 წლის მამაკაცი, რომელსაც ჩემოდნით 4 შხამიანი გველი და ხვლიკები გადაყავდა.


image

5.კენედის აეროპირტის მებაჟეებმა 2009 წელს დააკავეს კორეელი მგზავრი, რომელსაც 100 000 დოლარიანი 2 კუპიურა უნახეს. ეს ბანკნოტები გამოუშვეს 1934წელს, მაგრამ მიმოქცევაში ისინი არასოდეს ყოფილან. რა თქმა უნდა, ბანკნოტები ყალბი აღმოჩნდა.


image

6.დიდი ბრიტანეთის მებაჟეებმა ერთი ტურისტისაგან ამოიღეს საკმაოდ სახიფათო ბრჭყალებიანი ხელთათმანები ფრედი კრიუგერის სტილში.


image

7.კანადისა და აშშ-ის საზღვარზე ერთმა 50 წლის ბარბადოსელმა მგზავრმა მებაჟეების ეჭვი გამოიწვია. მისი ტვირთის შემოწმების შედეგად აღმოჩნდა, რომ მას მიჰქონდა 100 ბოთლი "ნაკურთხი წყალი", როგორც თავად განაცხადა. წყლის მაგივრად ბოთლებში თ თხევადი კეტამინი აღმოჩნდა, რომელიც საკმაოდ მომწამვლელი ნივთიერებაა.

1
252
11-ს მოსწონს
1-ს არა
ავტორი:მანჩო 777
მანჩო 777
252
  
2013, 26 ოქტომბერი, 13:59
კარგი სტატიაა
0 1 1