"თეთრი წამება" ფსიქოლოგიური ტიპის წამებაა, რომელსაც იყენებენ ირანის
ციხეებში, უმეტესად პოლიტიკური პატიმრების მიმართ, რომელთა უმრავლესობას ჟურნალისტები შეადგენენ..."თეთრი წამება" გულისხმობს შეგრძნებების უკიდურეს დაქვეითებას და იზოლაციას.რის შედეგადაც, ხანგრძლივი იზოლაციის შემდეგ, ადამიანი ვეღარ ახდენს საკუთარი სხეულის იდენტიფიცირებასაც კი..
"ჩვენ ვერ ვხედავდით სხვა ფერს, გარდა თეთრისა, ყველა საკანი იყო თეთრი, იატაკი და ჩვენი ტანსაცმელი იყო თეთრი, ნათურაც კი, რომელიც 24 საათი ენთო, თეთრ შუქს გამოსცემდა..ასევე ჩვენი საკვები თეთრი ბრინჯი იყო...ჩვენ არ შეგვეძლო დაგვენახა სხვა ფერი, გარდა თეთრისა და გაგვეგონა ხმა.მცველებიც კი იყენებდნენ რბილ ფეხსაცმელს, რათა ხმა ჩაეხშოთ.
მე ასეთ პირობებში გავატარე 8 თვე და ამ თვეების შემდეგ მე აღარ შემეძლო ჩემი მშობლების სახეების გახსენება...როცა მათ გამათავისუფლეს ციხიდან.მე არ ვიყავი ნორმალური ადამიანი"-საუბრობს ირანელი დისიდენტი....